კვირა, აპრილი 20, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedიქ, სადაც მოზარდის სასქესო ორგანოებს ამოწმებენ, ხატების ადგილი არ არის – გიორგი...

იქ, სადაც მოზარდის სასქესო ორგანოებს ამოწმებენ, ხატების ადგილი არ არის – გიორგი ფხაკაძე რელიგიასთან

26/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში, ექიმების კაბინეტებში წარმოდგენილ ხატების კუთხეებს ეხმაურება და აკრიტიკებს. მისი თქმით, მსოფლიოში დანერგილი პრაქტიკით, ექიმების ზურგს უკან მათი შრომისა დაა გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტებია განთავსებული და ხატების ადგილი მსგავსს დაწესებულებაში არ არის.


„იყო დრო, როცა საქართველოში „ევექსის“ სამედიცინო კორპორაციაში ვმუშაობდი, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. პირველი რაც გავაკეთე, ყველა საავადმყოფოს შემოვლა დავიწყე. 40-ზე მეტი კლინიკა იყო.



საზღვარგარეთ ექიმთან რომ შედიხარ კაბინეტში, უკან წარმოდგენილია ის სერთიფიკატები და დიპლომები, რაც აქვს მიღებული. ექიმი ამით ამაყობს. საქართველოში ექიმთან რომ შევდივარ, ერთი დიპლომი არ უკიდია, სულ ხატებითაა სავსე. ექიმი ზის და უკან ხატების შპალერია. იქვე სასანთლეებიცაა, სანთლებსაც ანთებენ, გეგონება რომ ეკლესიაში ხარ.

ექიმთან რომ მიდიხარ, წესით, იმედი უნდა გქონდეს, რომ ის გამოცდილია, ნასწავლია და გადაგარჩენს. ალბათ, ამ ექიმებს მხოლოდ 15 წლის წინ აღებული დიპლომი აქვთ და მხოლოდ ხატის იმედზე არიან. წარმოგიდგენიათ 21-ე საუკუნეში ექიმთან რომ მიდიხართ და ის ხატის იმედზეა?! და არა საკუთარი გამოცდილებისა და განვითარების იმედზე“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ექსპერტი ქუთაისის კლინიკაში პედიატრთან დიალოგს იხსენებს და ამბობს, რომ იქ, სადაც მოზარდის სასქესო ორგანოებს ამოწმებენ, ხატების ადგილი არ არის.

„ბოლოს და ბოლოს, ექიმებს ვუთახრი, თუ ასეთი რელიგიურები ვართ სამრეკლო ავაშენოთ ეზოში-თქო. ღმერთი გულში უნდა გყავდეს“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/iq-sadats-mozardis-sasqeso-organoebs-amotsmeben-khatebis-adgili-ar-aris-giorgi-fkhakadze-religiastan-qartveli-eqimebis-damokidebulebaze/


author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  "ჩუმი" დაავადება, რომელიც არ იკურნება - ნახეთ, სიმპტომები და მიზეზები
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი