15/09/2021
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს. როგორც ფხაკაძე ამბობს, სექტემბრის მე-3 კვირიდან კორონავირუსის მეოთხე ტალღა უნდა შესუსტებულიყო, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ეს ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე, გიორგი ფხაკაძე ყველას ურჩევს, საკუთარ თავს თავად მიხედონ.
„ეს ციფრები არის არჩევნების ბრალი. ქვეყანაში არის არალოგიკური ეპიდემია ანუ, საარჩევნო ეპიდემია+არაპროფესიონალიზმი. ყველაზე პესიმისტური მეცნიერული გათვლებით სექტემბრის მე-3 კვირიდან კოვიდის მე-4 ტალღა უნდა წამოსულიყო ქვევით. და რას ვხედავთ? დღეს ისევ 60 ჩვენი მოქალაქე დავკარგეთ.
სამწუხაროდ ეს პროგნოზიც ასრულდა. მე ვთქვი რომ არჩევნები დამღუპველი იქნებოდა ახლა ქვეყნისთვის. შუა ეპიდემიის დროს წინა საარჩევნო აქტივობები დამღუპველია და შედეგსაც ვხედავთ. როდემდე?! ხომ ხედავთ რომ არავის არაფერი არ აინტერესებს. მიხედეთ საკუთარ თავს, მიხედეთ ახლობლებს და ოჯახის წევრებს:
არ ჩაეხუტოთ ერთმანეთს (კოცნაც გადადეთ ცოთა ხნით); მოკლე მანძილზე ნუ გამოიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საერთოდ აერიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს; საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ ლაპარაკობთ;
ტრანსპორტში კონდიციონერები გამორთული უნდა იყოს და ფანჯრები მაქსიმალურად ღია. ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის ღია ფანჯარასთან; ტაქსიში “ორპირი გააკეთეთ” 2 ფანჯარა ღია 2 ფანჯარა ამოწეული;
შენობებში ცენტრალური კონდიცირება უნდა იქნას გამორთული და “ორპირი” უნდა იქნას შექმნილი რათა რაც შეიძლება მაქსიმალურად სუფთა ჰაერის ცირკულაცია იყოს; გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე სახლიდან გასვლისას ყველგან; ხშირად დაამუშავეთ ხელები; სანამ არის ფაიზერი ქვეყანაში აიცერით.
აერიდეთ/წაშალეთ/დაბლოკეთ /აღარ ნახოთ – ყველა ნეგატიური ამბები, ადამიანები და აერიდეთ ნეგატიურ გარემოს. ნეგატივი არის მავნე თქვენი ორგანიზმისათვის;
მიირთვით სუფთა წყალი, ამოიღეთ ხმარებიდან შაქარი, და შეირგეთ სეზონური ხილი და ბოსტნეული“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
ცნობისთვის, 15 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 60 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 7.81%-ია.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil