ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„ნაწარმოები რომ გამოქვეყნდა, ილარიონი საყვედურობდა, მომჭრა თავი მთელ სოფელშიო…“ – დუმბაძის წიგნის...

„ნაწარმოები რომ გამოქვეყნდა, ილარიონი საყვედურობდა, მომჭრა თავი მთელ სოფელშიო…“ – დუმბაძის წიგნის გმირების ნამდვილი ამბები

იცით, ამ ქვეყნად ოლღა ბებიაც არსებობდა, ილიკოც და ილარიონიც, ეს ამბავი ალბათ ყველას გაუგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი პირველად გაიგებს, როგორები იყვნენ ისინი სინამდვილეში…

გურიაში, ჩოხატაურის რაიონში, ერთი ლამაზი სოფელია – ზენობანი. მწვანე ბორცვები, ვაზი, გვიმრები და ჩაის პლანტაციები ისეა ერთმანეთში გადაზრდილი ვერც გაარჩევ რომელი-რომელია. ალბათ ორმოცდაათი წლის წინ ეს სოფელი სულ სხვანაირი იქნებოდა, იმიტომ, რომ ამ სიმწვანიდან ხის ოდების წითელი კრამიტის სახურავები აჭყიტებდნენ და კიდევ იმიტომ, რომ სწორედ აქ ცხოვრობდნენ ნოდარ დუმბაძის ბებია – ოლღა, ილიკო და ილარიონ დუმბაძეები.

ილიკოს სახლამდე აღმართი უნდა აიარო, ილარიონის და ოლღა ბებიას სახლებს შორის კი მხოლოდ კოწია ფოსტალიონის („მე ვხედავ მზეს“) სახლი დგას – მოკლედ, სოფელი კი არა, გადაშლილი წიგნია. პირველად ილარიონის სახლთან მივედი, ჭიშკართან პატარა წითელკაბიანი გოგო დავინახე – ილარიონის შვილთაშვილი.

მასპინძლობა კი, ნამდვილი ილარიონის ქალიშვილმა, (ინტერვიუ ჩაწერილია რამდენიმე წლის წინ)  ციალა დუმბაძემ გაგვიწია და დაუზარებლად მოგვიყვა ნამდვილი ილარიონის ამბავი, რომელიც სინამდვილეში საკმაოდ ტრაგიკული ადამიანი იყო, თუმცა, ამის მიუხედავად იუმორის გრძნობა არასდროს დაუკარგავს. ქალბატონი ციალას მონათხრობის სტილი უცვლელია, ალბათ ასე უფრო კარგად გაიცნობთ ნამდვილ ილარიონს.

„პოპულარული“ ილარიონი

ციალა დუმბაძე: „შეიძლება ითქვას, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ უმეტესობა, რეალური ამბავია. ნოდარი აქ რომ ჩამოვიდა, მესამე კლასში იყო. ათი კლასი იყო მაშინ. აი, ილიკო და ილარიონი კი იყვნენ ასაკში. ძალიან დიდი სხვაობა იყო, მაგრამ რატომღაც მეგობრობდა ნოდარი მათთან. აგენმა იცოდა ძველი ამბები, აყოლებდა და იმას იწერდა. პატარ-პატარა მოთხრობებს სკოლის ასაკშიც წერდა. ილარიონი სიტყვაძუნწი კაცი იყო, მაგრამ რასაც იტყოდა, მართალს იტყოდა. ტყუილს არავის შეარჩენდა. „მე ვიცი მაგი, როგორ იყო სინამდვილეო“ – იტყოდა. წაიკითხეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

ნოემბერი 28, 2024
ხეზე კვეთის ოსტატი მიხეილ ოდიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისიდან.

ხეზე კვეთის ოსტატი მიხეილ ოდიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისიდან.

ნოემბერი 28, 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი