ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში მკურნალობა

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში მკურნალობა

10/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება.


პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ონკოლოგიური ცენტრის გახსნამდე, ყველა ბავშვი საზღვარგარეთ სრულყოფილ მკურნალობას სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს.


სახელმწიფო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას, საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სამ ქვეყანაში: ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში დააფინანსებს. სერვისის მიმწოდებლად, შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი.


პროექტის ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია, რომელიც, გარკვეული ტიპის სოლიდური სიმსივნის სამკურნალოდ, უკანასკნელი სიტყვაა თანამედროვე მედიცინაში.


მკურნალობის დაფინანსებისთვის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 30 მლნ ლარს შეადგენს.







Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  შესაძლებელია, წინასწარ განისაზღვროს გულის შეტევის რისკი...
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი