OpenAI-ის გენერალურმა დირექტორმა სემ ოლტმენმა მომხმარებლები გააფრთხილა, რომ ChatGPT-თან მიმოწერები შესაძლოა სასამართლოში მტკიცებულებად იყოს გამოყენებული.
ოლტმენის თქმით, ადამიანები „ორჯერ უნდა დაფიქრდნენ“, სანამ ხელოვნურ ინტელექტის ფსიქოთერაპევტად გამოიყენებენ. ბევრი მომხმარებელი ChatGPT-ს საკუთარ საიდუმლოებებსა და პირად განცდებს უზიარებს, სთხოვს რჩევებს და საუბრობს იმაზე, რაც იურიდიულ ჭრილში მათ წინააღმდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული. ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ნეიროქსელი არ აკრიტიკებს, მხარდაჭერას სთავაზობს და პრობლემების გადაწყვეტის გზებს აჩვენებს.
ამავე დროს, ChatGPT-თან მიმოწერები შესაძლოა მოთხოვნის საფუძველზე გადაეცეს სპეციალურ სამსახურებს, სახელმწიფო უწყებებსა და სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან ფსიქოთერაპევტთან ან ადვოკატთან საუბრისგან განსხვავებით, ისინი კონფიდენციალურობის შესახებ კანონით დაცული არ არის.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს იგივე კონფიდენციალურობის კონცეფცია ხელოვნურ ინტელექტთან საუბრისას, როგორიც გვაქვს ფსიქოთერაპევტთან ან ვიღაც სხვა პროფესიონალთან ურთიერთობისას. და წარმოიდგინეთ, სულ ერთი წლის წინ ამის გაფიქრებაც არავის სჭირდებოდა“, – დაასკვნა ოლტმენმა.
ასევე წაიკითხეთ: სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს.. უშეცდომო ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა“ – ნანკა კალატოზიშვილი
4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ
დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთGreentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება
ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi