სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
spot_img
მთავარირჩევები მშობლებსფინანსური რჩევები მშობლებისთვის - როდის, როგორ და რამდენი უნდა დავაგროვოთ და დავზოგოთ...

ფინანსური რჩევები მშობლებისთვის – როდის, როგორ და რამდენი უნდა დავაგროვოთ და დავზოგოთ ბავშვისთვის

მშობლობას ემოციურ და მორალურ სამზადისთან ერთად დიდი ფინანსური მომზადებაც სჭირდება. უამრავი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის პარალელურად მშობელს ფინანსური საზრუნავიც ემატება, რისთვისაც ის მზად უნდა იყოს. სამზადისი კი სასურველია იმ პერიოდიდანვე დაიწყოს, როდესაც წყვილი ბავშვის ყოლას გადაწყვეტს. ხარჯი არა მხოლოდ ბავშვის ყოლის შემდეგ, არამედ ორსულობის პერიოდშიც გაგეზრდებათ.

დეტალურად განვიხილოთ ხარჯები, რომლებიც მშობლებს აქვთ:

ორსულობის დროს სახელმწიფო პროგრამა გინეკოლოგთან გარკვეული რაოდენობის ვიზიტსა და კვლევას, მათ შორის, ექოსკოპიას აფინანსებს. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ორსულს დამატებითი კვლევებისა და ანალიზების ჩატარება უწევს. ეს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია და თვის განმავლობაში მინიმუმ 100 ლარი უნდა გაითვალისწინოთ.

მშობიარობის ხარჯსაც ნაწილობრივ სახელმწიფო პროგრამა ანაზღაურებს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, 500 ლარს – ფიზიოლოგიური მშობიარობის და 800 ლარს – საკეისრო კვეთის შემთხვევაში. სამშობიარო კლინიკებში, როგორც წესი, მშობიარობა მოცემულ თანხაზე უფრო მეტი ღირს და ის სხვადასხვა პირობაზეა დამოკიდებული. ასევე დამატებით ხარჯებში უნდა გაითვალისწინოთ ანესთეზიისა და პირადი ექიმის აყვანის ღირებულება. აღნიშნულის საწყისი ღირებულება 250-300 ლარია.

ორსულობის ბოლო თვეებში ზრუნვა უნდა დაიწყოთ პატარას ტანსაცმელსა და ავეჯზე. თვეების ბავშვი ძალიან სწრაფად იზრდება და ამიტომ ბევრი ტანსაცმლის წინასწარ ყიდვა და ამაში დიდი თანხის დახარჯვა საჭირო არაა. თან მნახველების დიდმა ნაწილმაც შეიძლება სწორედ ტანსაცმელი გაჩუქოთ. რაც შეეხება ავეჯს, საწყის ეტაპზე დაგჭირდებათ საწოლი, ტანსაცმლის კარადა, აბაზანა და ეტლი. თითოეული მათგანი სხვადასხვა საფასო სეგმენტიდან შეგიძლიათ შეიძინოთ, თუმცა მინიმუმ 1000 ლარი უნდა გათვალოთ.

ბავშვის დაბადების შემდეგ მთავარი სისტემატური ხარჯი იქნება საფენების, კანის მოვლის პროდუქციისა და კვების. დედის მდგომარეობიდან გამომდინარე 6 თვემდე პატარა შეიძლება მხოლოდ დედის რძით იკვებოს და ეს ფინანსურად მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ. ხოლო, თუ ბავშვი ხელოვნური რძით იკვებება, მაშინ მისთვის ყოველთვიურად საფენებისთვის, საკვებისა და კრემებისთვის დაახლოებით 150 ლარი უნდა გაითვალისწინოთ. ეს თანხა, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმ ბრენდებზე, რომლის პროდუქციაზეც შეაჩერებთ არჩევანს.

ბავშვის ზრდასთან ერთად დაგჭირდებათ სხვადასხვა ნივთი, როგორიცაა მანქანის სავარძელი, მანეჟი, საკვები სკამი და სხვა. ამ ყველაფრის ერთიანად შეძენა რომ არ მოგიწიოთ, სასურველია, საყიდლების სია წინასწარ მოამზადოთ და თანხა თვეებზე გადაანაწილოთ. გაითვალისწინეთ სათამაშოების ხარჯიც. ზოგადად, ხარისხიანი სათამაშო საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა არასდროს დაგენანოთ მასში თანხის გადახდა, რადგან მშვიდად იქნებით, რომ ბავშვის ჯანმრთელობას პრობლემებს არ შეუქმნის და არც მალე გაფუჭდება.

აუცილებლად გასათვალისწინებელია სამედიცინო ხარჯები. ბავშვს სჭირდება გეგმიური ვიზიტი პედიატრსა და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტთან, ასევე სახელმწიფო კალენდრის მიხედვით და სხვა ტიპის აცრები. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლოთ, თუმცა თუ პირადი ექიმის აყვანას გადაწყვეტთ, მისთვის ხარჯები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

თუ ორივე მშობელი დასაქმებულია, მაშინ ძიძა დაგჭირდებათ, რისთვისაც ყოველთვიურად მინიმუმ 500 ლარი უნდა გაითვალისწინოთ. ზუსტი თანხის გაგებას თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეძლებთ. თუ ბავშვის კერძო ბაღსა და კერძო სკოლაში ტარებას გადაწყვეტთ, ყოველთვიურად რამდენიმე ასეული ლარის გადახდა მოგიწევთ – ბაღში მინიმუმ 250 ლარი და სკოლაში მინიმუმ – 400 ლარი.

ეს ის სავალდებულო ხარჯებია, რომლებიც მშობელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. თუმცა მას მუდმივად ემატება ტანსაცმლის, დასვენების, გართობის და სხვა ტიპის ხარჯები, რომლებიც ცვალებადია ცხოვრების სტილიდან გამომდინარე.

როგორც უკვე ვნახეთ, ბავშვის ყოლა მართლაც საკმაოდ დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ხარჯის წინასწარ დაგეგმვა და თანხის დაგროვება. კონკრეტული მიზნებისთვის გახსენით ვადიანი ანაბარი. განათლებისთვის თანხის დაგროვება შეგიძლიათ დაიწყოთ საბავშვო ანაბარზე, რომელსაც მისი დაბადებისას ან მოგვიანებით გახსნით და სრულწლოვნებამდე ვერ შეძლებთ დახარჯვას. მიმდინარე ხარჯებისთვის კი თანხა შემნახველ ანაბარზე შეინახეთ. მასზე თანხას ყოველთვიურად შეიტანთ და სურვილისამებრ დახარჯავთ.

ფინანსური ხარჯების ოპტიმიზაციაში დაგეხმარებათ დაზღვევა. სასურველია, დედას დაზღვევა ორსულობის პერიოდიდანვე ჰქონდეს. ეს ორსულობისა და მშობიარობის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ბავშვის დაბადებიდან კი შეგიძლიათ ის საოჯახო დაზღვევის პაკეტში ჩართოთ და სამედიცინო ხარჯების მინიმიზაცია მოახდინოთ. გაითვალისწინეთ, დაზღვევის პაკეტი ითვალისწინებს სტომატოლოგიას, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს, მასაჟს და სხვა ტიპის მომსახურებებსაც.

ფინანსური ხარჯების უკეთ დასაგეგმად და შესაბამისი დანაზოგის გასაკეთებლად გამოკითხეთ თქვენი მეგობრები და ახლობლები – ისინი, ვისაც თქვენი მსგავსი ინტერესები და მოთხოვნები აქვს. ასე უფრო მარტივად შეძლებთ გათვლების გაკეთებას, თუ რა თანხა დაგჭირდებათ ბავშვისთვის.

არ დაგავიწყდეთ, რომ თუ ყველაფერს სწორად გათვლით, დაგეგმავთ და ახალ ხარჯებს დაგეგმილად შეხვდებით, მაშინ ემოციური მომენტები, რაც ბავშვის დაბადებასა და გაზრდას ახლავს, თქვენთვის უფრო მშვიდი, ჰარმონიული და სასიამოვნო იქნება.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
მეცნიერებმა შექმნეს მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც კოღოები ავრცელებენ

მეცნიერებმა შექმნეს მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც კოღოები ავრცელებენ

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი