15/09/2021

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილ ახალ შემთხვევების რაოდენობას ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანაში არალოგიკური ეპიდემიაა.
მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„ეს ციფრები არის არჩევნების ბრალი❗️
✅ქვეყანაში არის არალოგიკური ეპიდემია❗️ანუ, საარჩევნო ეპიდემია+არაპროფესიონალიზმი ❗️
✅ყველაზე პესიმისტური მეცნიერული გათვლებით სექტემბრის მე-3 კვირიდან კოვიდის მე-4 ტალღა უნდა წამოსულიყო ქვევით. და რას ვხედავთ?! დღეს ისევ დავკარგეთ 60 ჩვენი თანამოქალაქე
✅სამწუხაროდ, ეს პროგნოზიც ასრულდა. მე ვთქვი, რომ ახლა არჩევნების ჩატარება დამღუპველი იქნებოდა ქვეყნისთვის. შუა ეპიდემიის დროს წინასაარჩევნო აქტივობები – ეს დამყუპველია და შედეგსაც ვხედავთ. როდემდე?!
✅ხომ ხედავთ, რომ არავის არაფერი არ აინტერესებს.. მიხედეთ საკუთარ თავს, მიხედეთ ახლობლებს და და ოჯახის წევრებს:
არ ჩაეხუტოთ ერთმანეთს (კოცნაც გადადეთ ცოტა ხნით);
მოკლე მანძილზე ნუ გამოიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და, საერთოდ, მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპირტით სარგებლობას;
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ ლაპარაკობთ;
ტრასპორტში კონდიციონერები გამორთული უბდა იყოს და ფანჯრები მაქსიმალურად ღია უნდა იყოს. ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის ღია ფანჯარასთან;
ტაქსიში “ორპირი გააკეთეთ” 2 ფანჯარა ღია 2 ფანჯარა ამოწეული;
შენობებში ცენტრალური კონდიცურება უნდა იქნას გამორთული და “ორპირი” უნდა იქნას შექმნილი, რათა რაც შეიძლება, მაქსიმალურად სუფთა ჰაერის ცირკულაცია ხდებოდეს;
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე სახლიდან გასვლისას ყველგან ❗️
ხშირად დაიმუშავეთ ხელები❗️
სანამ არის ფაიზერი ქვეყანაში, აიცერით❗️
არა ნეგატივს: აერიდეთ/წაშალეთ/დაბლოკეთ /აღარ ნახოთ – ყველა ნეგატიური ამბავი, ადამიანები და აერიდეთ ნეგატიურ გარემოს. ნეგატივი არის მავნე თქვენი ორგანიზმისათვის❗️
მიირთვით სუფთა წყალი, ამოიღეთ ხმარებიდან შაქარი, და მიირთვით სეზონური ხილი და ბოსტნეული.
გააკეთეთ მინიმუმ ერთი სიკეთე დღეში
ჯანმრთელობას გისურვებთ “ ,- წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღევანდელი კოვიდსტატისტიკის გამო შეშფოთება გამოთქვეს ქართველმა ექიმებმაც.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil