პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
spot_img
მთავარიUncategorizedრა არის საშუალო ხელფასი ევროპაში და რომელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები

რა არის საშუალო ხელფასი ევროპაში და რომელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები

რა არის საშუალო ხელფასი ევროკავშირისა და ევროზონის ქვეყნებში? რომელი პროფესიები ითვლება ყველაზე მაღალანაზღაურებად? სად არის ხელფასები დაბალი და სად მაღალი და რატომ? ამის შესახებ მიმოხილვას ევრონიუსი ავრცელებს.
ევროკავშირის შრომის კანონმდებლობა ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად ითვლება. იგი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სამუშაო პირობებსა და მუშაკთა უფლებებზე, დისკრიმინაციასთან ბრძოლასა და სამუშაო უსაფრთხოებაზე. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ხელფასებს, არსებობს განსხვავება ქვეყნებს შორის, გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები: ეკონომიკის მდგომარეობა და შრომის ბაზარი, ინფლაცია, მოთხოვნის დონე და ა.შ.

ევროსტატის მონაცემებით, 2022 წელს საშუალო წლიური ხელფასი მერყეობდა 106 839,33 ევროდან (შვეიცარია) 12 923,66 ევრომდე (ბულგარეთი).

(შვეიცარია ფორმალურად არ არის ევროპის ეკონომიკური ზონის ნაწილი, მაგრამ აქვს მისი წევრის ყველა უფლება და მოვალეობა, მათ შორის ვალდებულება უზრუნველყოს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის თავისუფალი წვდომა შრომის შიდა ბაზარზე და შვეიცარიის მოქალაქეების უფლება თავისუფლად იმუშაონ EEA-ში.)

შვეიცარიის შემდეგ, ისლანდიამ მეორე ადგილი დაიკავა ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე ქვეყნების რეიტინგში (81 942 ევრო). საუკეთესო სამეული ლუქსემბურგმა (79 903 ევრო) დაასრულა. შემდეგია ნორვეგია (74 506 ევრო) და ბელგია (70 297 ევრო).

მუშებს ყველაზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ ბულგარეთში (12 923 ევრო), რუმინეთში (14 500 ევრო), ხორვატიაში (17 842 ევრო), უნგრეთში (18 274 ევრო) და პოლონეთში (18 114 ევრო).

ევროსტატი ამ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საშუალო საათობრივი ხელფასი ევროკავშირში 30,5 ევრო იყო. უშვილო მუშების საშუალო წლიური ხელფასი 26136 ევრო იყო. დასაქმებული წყვილები ორი შვილით იღებდნენ საშუალოდ 55573 ევროს წელიწადში.

გენდერული ანაზღაურების სხვაობა ევროკავშირის მასშტაბით 2021 წელს იყო 12.7%, ბლოკის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დიდი სხვაობა ესტონეთშია 20.5%. ყველაზე მცირე კი ლუქსემბურგში – 0,2%. თუმცა, ევროკომისიის მონაცემებით, გენდერული ანაზღაურების სხვაობა 2023 წელს 13%-მდე გაიზარდა. ჯერ კიდევ 2020 წელს ევროკომისიამ გამოაცხადა სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს 2025 წლისთვის ამ პრობლემის მოგვარებას.

საშუალო წლიური წმინდა ხელფასები ოდნავ გაიზარდა ბოლო წლებში როგორც ევროკავშირში, ასევე ევროზონაში, მაგრამ არა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო. ეს დიდწილად განპირობებულია შრომის პროდუქტიულობის შენელებით, განსაკუთრებით გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა ევროპის ეკონომიკურ ზონაში.

ევროპაში დასაქმების ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორებია ფინანსები, დაზღვევა, ელექტროენერგია, სამთო მოპოვება, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საცალო ვაჭრობა და განათლება. ყველაზე დაბალი ანაზღაურებადია ადმინისტრაციული უზრუნველყოფა, სასტუმრო ბიზნესი და მშენებლობა.

რატომ არის ხელფასები ასე მაღალი შვეიცარიასა და ისლანდიაში?

შვეიცარიაში მაღალი ხელფასები განპირობებულია საბანკო და ფინანსური მომსახურების სექტორის მდგომარეობით. გარდა ამისა, იქ, ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, გადასახადები გაცილებით დაბალია – 20%-დან 35%-მდე.

ისლანდიაში ხელფასები იზრდება იმის გამო, რომ კერძო სექტორში დასაქმებულთა დიდი ნაწილი კოლექტიური ხელშეკრულებებით მუშაობს.

გარდა ამისა, ისლანდია იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ცხოვრება ყველაზე ძვირია და მუდმივად მაღალი ინფლაციაა. ეს უბიძგებს დასაქმებულებს მოითხოვონ უფრო მაღალი ხელფასები ფასების ზრდის შესაბამისად. 2019 წლის მარტიდან ისლანდიაში 326 შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, მუშათა 90%-ზე მეტი პროფკავშირებს მიეკუთვნება.

როგორც შვეიცარიაში, ლუქსემბურგის ბანკების უმეტესობაში დასაქმებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და მოთხოვნადი თანამშრომლები, რომლებიც იღებენ სოლიდურ ანაზღაურებას. მათ შორის ბევრი ექსპატია.

წყარო „კომერსანტი“

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
epilogi
მსგავსი პოსტები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

ნოემბერი 28, 2024
ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ნოემბერი 28, 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი