ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedრაციონიდან მარილის ამოღება გულის პრობლემების რისკს 18%-ით ამცირებს

რაციონიდან მარილის ამოღება გულის პრობლემების რისკს 18%-ით ამცირებს

მეცნიერებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე მარილის მოხმარების გავლენასთან დაკავშირებით ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. წერს Guardian-ი.

კვლევა სამხრეთ კორეის კიუნპუკის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ დიდი ბრიტანეთის ბიობანკში არსებული მონაცემები გამოიყენეს და 500 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს, რომელთა ასაკიც 40-დან 70- წლამდეა.

მეცნიერების დასკვნიოთ, საკვებს მარილს თუ არ ამატებთ, ორგანიზმში გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 18%-ით მცირეა, ვიდრე მათში, ვინც მარილიან საკვებს ანიჭებს უპირატესობას.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დადებითი გავლენა ორგანიზმზე მარილის მოხმარების შემცირებასაც აქვს. მათ შეადარეს ორი ჯგუფის მონაცემები – პირველი საკვებს მარილს ყოველთვის ამატებდა, მეორე კი ხშირად. გაირკვა, რომ მეორე ჯგუფში გულის პრობლემების წარმოქმნის რისკი პირველთან შედარებით 12%-ით მცირეა.

#datashvil

SheniEkimi.ge

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა გადაჭარბებულმა მიღებამ – როგორი უნდა იყოს მარილის დღიური ნორმა რაციონში
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი