ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedსაქართველოში „მესამე ტალღა“ ორი კვირის წინ დაიწყო – გიორგი ფხაკაძე

საქართველოში „მესამე ტალღა“ ორი კვირის წინ დაიწყო – გიორგი ფხაკაძე

03/04/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა უკვე დაწყებულია.


როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, საქართველოში „მესამე ტალღა“ ორი კვირის წინ დაიწყო.

„იმიტომ ვნერვიულობ, რომ ჩემი ქვეყანაა. ორი კვირის წინ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თქვა, – საქართველოში „მესამე ტალღა“ დაიწყო. მანამდე ყველას ეშინოდა ამის აღიარების. ფაქტია, სტატისტიკა არის ჯიუტი. მეცნიერება მარტივია, ორს რომ მივუმატოთ ორი, არის ოთხი. გვაქვს სხვადასხვა ინდიკატორები და მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები დიდი მიწისძვრის წინ არის პატარ-პატარა ტალღები. ზუსტად ამ მაჩვენებლებით შენ უკვე იგებ, რა არის მოსალოდნელი. პატარა მიწისძვრების შემდეგ უკვე იცი, მოსალოდნელია ცუნამი. ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, საქართველოში „მესამე ტალღა“ ორი კვირის წინ დაიწყო.


ეს არის პირველი მაჩვენებელი და თავს ნუ ვიტყუებთ. ტყუილების პროცესში უკვე ერთი წელია ვართ. რატომ ვიტყუებთ თავს?! მე მაინც ვერ გავიგე. ამას მაინც შედეგი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში. ჩვენ ხომ თავი მოვიკატუნეთ, ნოემბერში და ერთ-ერთი მწარე ფასი გადავიხადეთ მსოფლიოში. დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია, ერთი-ორი გაჩერება თუ გაქვთ გასავლელი, ფეხით გაიარეთ, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, სამედიცინო პირბადეები ძალიან კარგი იწარმოება საქართველოში, ხელები დაიბანეთ ხშირად, კონდიციონერი არ შეიძლება, არ ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/saqartveloshi-mesame-talgha-ori-kviris-tsin-daitsko-giorgi-fkhakadze/


author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  პლასტიკური ქირურგიის ოპერაცია უნდა შეჩერდეს მინიმუმ 2 თვით – გიორგი ფხაკაძე დროებით სამედიცინო...
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი