უამრავი ადამიანი დადის ფსიქოლოგთან ბავშვობის ტრავმების მოსაგვარებლად. ამ ტრავმების მიზეზი ხშირაც მშობლებიც არიან, რომლებმაც თავის დროზე არასწორი სიტყვებით ზიანი მიაყენესშვილის სულიერ სამყაროს. დროა, დავივიწყოთ ის გამოთქმები, რომელიც ადრეული ასაკიდანვე კლავს ბავშვის თვითშეფასებას. წარმოგიდგენთ ფრაზებს, რომლებსაც ბავშვი არასოდეს გაპატიებთ.
ფრაზა 1: “აქ შენი არაფერია”
„რასაც შენ იშოვნი და იყიდი, ის იქნება შენი“ – ამ ფრაზის სხვა ვარიაციები სხვა არაფერია, თუ არა ფინანსური ძალადობა, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს. როდესაც ბავშვი გაიზრდება, შეიძლება მთელი ძალით ეცადოს ფულის გამომუშავებას, რათა „თავისუფლება“ და “ღირსება” მოიპოვოს და, სამწუხაროდ, ხშირად არაპატიოსან გზებს ირჩევს სიმდიდრის შესაძენად. ფინანსური ძალადობის შედეგი შეიძლება მეორე გზით გამოვლინდეს – ესაა გარემოებებთან სრული შეგუება და მარადიული „სპონსორის“ ძიება, რომელსაც ფინანსურად დაეყრდნობა. ბავშვობიდან ტრავმირებულ მსხვერპლს სჯერა, რომ ფული განკუთვნილია ვინმე ძლიერისთვის და არა მისთვის. სხვა უნდა იშოვოს და მან გამოიყენოს.
ფრაზა 2: „ჯობდა ბიჭად/გოგოდ დაბადებულიყავი
ამის თქმა ბავშვისთვის იგივეა, რაც ფრაზა „ჯობდა სულ არ დაბადებულიყავი“. როდესაც პატარა ადამიანი აღმოაჩენს, რომ მის მშობლებს მისი დაბადება არ სურდათ, მას უარყოფის ტრავმა უვითარდება. ყველაზე უარეს შემთხვევაში, ბავშვი იღებს მესიჯს „არ ვიცოცხლო“ და ქვეცნობიერად მიისწრაფვის თვითგანადგურებისაკენ. მათ შორის ნარკოტიკებისკენ, აგრესიული პარტნიორებისკენ, დანაშაულისკენ. ბავშვები, რომლებსაც ჩააგონებენ, რომ სხვა სქესის უნდა დაბადებულიყვნენ, მოგვიანებით საპირისპირო სქესის ქცევას იმეორებენ. მაგალითად, გოგონა ბიჭურ ქცევებს ავლენს, ბიჭი – გოგოსთვის დამახასიათებელს და ძირითადად, გოგონების წრეში ტრიალებს.
ფრაზა 3: „არ მინდა შენი მოხმარება, ხელს უფრო მიშლი“
თუ იცნობთ ადამიანს, რომელიც აბსოლუტურად არ არის ადაპტირებული ყოველდღიურ ყოფით წვრილმანებთან, დიდი ალბათობით, ბავშვობაში მშობლებმა საოჯახო საქმეებში დახმარება აუკრძალეს. ასეთი ფრაზების გამო ბავშვი არა მარტო თავს გრძნობს უსუსურად და ზედმეტად, არამედ სრულიად კარგავს დამოუკიდებელი ქმედებების მოტივაციას. “საქმე მე კი არა, ვინმე უფრო ძლიერმა უნდა გააკეთოს” – ეს აზრი მას დიდობაშიც მიჰყვება და ელოდება, ვინ გააკეთებს მის გასაკეთებელ საქმეს.
ფრაზა 4: „ ავად გახდები / დაეცემი / დაშავდები”
“ხელი არ ახლო, თორემ…” – ასე იწყება გამაფრთხილებელი ფრაზები, რომლებშიც ზემზრუნველი მშობლები მოვლენების განვითარების ყველაზე უარეს სურათს ხატავენ. შვილის დაცვის სურვილი გასაგებია, მაგრამ ხშირად ის ახლის შესწავლის აკრძალვად იქცევა. ბავშვები თითქოს უხილავ ბორკილებში ექცევიან და სამყაროს შესწავლის თავისუფლებას მოკლებულნი არიან. ორიოდე წელი სისტემატური ასეთი გაფრთხილება და მართლაც რთული იქნება ბავშვი გაჯეტს მოაშოროთ და რაღაცის კეტება აიძულოთ. მოტივაციის ელემენტარული დაკარგვის გარდა, ასეთმა ფრაზებმა შეიძლება შიშები და ფობიები გამოიწვიოს – მაგალითად, სიმაღლის, სიჩქარის, ახალი საკვების გასინჯვის . სრულად
მასალის გამოყენების პირობები