ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedსიკვდილიანობა 35%-ით მცირდება - საშვილოსნოს მკურნალობაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ...

სიკვდილიანობა 35%-ით მცირდება – საშვილოსნოს მკურნალობაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ გარღვევას მიაღწიეს

მეცნიერების განცხადებით, მათ საშვილოსნოს მკურნალობაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ გარღვევას მიაღწიეს. წერს BBC.

დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრის მიერ დაფინანსებულ კვლევით დაადგინა, რომ პაციენტის მიერ რადიაციის თერაპიამდე გარკვეული მედიკამენტების მიღება,  სიკვდილიანობას 35%-ით ამცირებს.

კვლევაში 500 ქალი მონაწილეობდა, რომლებიც ორ ჯგუფად დაყვეს. 250 ქალს ჩვეულებრივ რადიაციულ მკურნალობამდე 6-კვირიანი ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა, კარბოპლატინისა და პაკლიტაქსელის გამოყენებით. დანარჩენ 250 ქალს მხოლოდ ჩვეულებრივი ქიმიორადიაციული თერაპია ჩაუტარდა.

5 წლის შემდეგ, პირველი ჯგუფის 80% ცოცხალი იყო, 73%-ს რემისია არ ჰქონია. მეორე ჯგუფში ცოცხალი მონაწილეების რაოდენობა 72%-ს შეადგენდა და 64%-ს სიმსივნე დაუბრუნდა ან გავრცელდა.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ დამატებითი ქიმიოთერაპიის კურსი სტანდარტულ კურსამდე სიმსივნის დაბრუნებისა და მისგან სიკვდილის რისკს 35%-ით ამცირებს. ეს ამ დაავადების მკურნალობაში ყველაზე დიდი გარღვევაა ბოლო 20 წლის განმავლობაში“, – აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი მერი მაკკორმაკი.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  „2021 წელს ეს იყო დაუჯერებელი, აკრედიტაცია კანადის იფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველიში“
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი