სამშაბათი, აპრილი 8, 2025
spot_img
მთავარიUncategorized„სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის...“

„სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის…“

11/02/2018

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა:


„თუ აქამდე ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და მედიკამენტების დაფინანსება წლის განმავლობაში 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის იყო, ახლა ნებისმიერი მოქალაქე იქნება პროგრამის მოსარგებლე.

ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება, ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და მედიკამენტების დაფინანსება უკვე დაიწყო.“

მისი თქმით, ბენეფიციარებს პროცედურების ჩატარება საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებში შეუძლიათ, დაფინანსების მისაღები პროცედურა კი, ძალიან მარტივია.

„ეს პროგრამა ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის 36-ე დადგენილებით და 2013 წლიდან მუშაობს. ზოგადად, ამ პროგრამის ბენეფიციარები იყვნენ ისინი, ვისაც წლის განმავლობაში შემოსავალი 40 ათასამდე ჰქონდა, ამ ცვლილებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა მძიმე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს არანამკურნალებმა ონკოლოგიურმა დაავადებამ და რამდენად მნიშვნელოვანია მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია [სპეციალური მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება და მაღალი ეფექტურობა ახასიათებს] 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, პროგნოზული ბიუჯეტი გაკეთებულია, ეს არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან, ცალკე კომპონენტი არ არის გამოყოფილი.

„აქამდე თუ იყო 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის, ახლა ნებისმიერი მოქალაქე შემოსავლის სტატუსის მიუხედავად პროგრამის მოსარგებლე იქნება.

პროცედურების ჩატარება შესაძლებელია საქართველოში, ძალიან კარგად არის აწყობილი ეს პროცედურები. ვინც იღებს ამ სერვისებს, იმ ბენეფიციარების შედეგები კარგია. პროგრამა დაწყებულია უკვე, დადგენილების მიღებისთანავე ამოქმედდა.

დაფინანსების მისაღები პროცედურა ძალიან მარტივია. კლინიკამ იცის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში როგორ უნდა წარმოადგინოს მოთხოვნა კონკრეტული სერვისის ანაზღაურებაზე. ამას განიხილავს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ადასტურებს მოთხოვნას და პაციენტი იღებს შეტყობინებას, რომ მისი სერვისი დაფინანსდა“, – ამბობს თამარ გაბუნია.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება.


მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.


ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.


ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.


აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ცვლილება უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

აპრილი 7, 2025
სად გავა მე-3 ხაზი – თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს

სად გავა მე-3 ხაზი – თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს

7 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი