პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლება"სკოლებში აუცილებელია, შემოვიღოთ, დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება" - მე-6-მე-9 კლასებში ე.წ. სადიაგნოსტიკო,...

“სკოლებში აუცილებელია, შემოვიღოთ, დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება” – მე-6-მე-9 კლასებში ე.წ. სადიაგნოსტიკო, მე-12 კლასში კი განმსაზღვრელი შეფასება დაინერგება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სკოლებში ე.წ. ეროვნული შეფასება დაინერგოს:

“ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ სკოლებში აუცილებელია, შემოვიღოთ, დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება. ეს მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, იმისთვის, რომ თავად მასწავლებელმა იცოდეს, თუ რა შედეგებზე გადის. ეს მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის და თავად სკოლის ხელმძღვანელობისთვის და რაც მთავარია, ეს მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროსთვის, სისტემისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, აღნიშნული პროცესი უკვე აქტიურად დავიწყეთ, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მე-6 და მე-9 კლასში გვინდა, პირველ ეტაპზე, ე.წ. სადიაგნოსტიკო შეფასებები შემოვიღოთ, რომლებიც სისტემას ნათელ სურათს მისცემს, თუ როგორ ვითარდება, რა დახვეწა და რა გაუმჯობესება სჭირდება. მე-12 კლასში კი ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი შეფასება, რასაც ბავშვის სკოლიდან, ზოგადი განათლებიდან უმაღლეს განათლებაში, თუ პროფესიულ განათლებაში ტრანზაქციას ვეძახით. ესეც ბუნებრივია, მოაზრებული ცვლილება იქნება და საზოგადოებას სრულიად ახალ, საერთაშორისო პრაქტიკაზე ადაპტირებულ ჩარიცხვის პროცესს შევთავაზებთ. თუმცა, აქვე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მე-6-მე-9 კლასების პილოტირება 2025 წლიდან დაიწყება. 2026 წელს მე-12 კლასის პილოტირება დაიწყება. სრულად ეს სისტემა 2027 წლიდან ამოქმედდება”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გიორგი ამილახვარმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ სკოლების ავტორიზაცია 6 წლის ნაცვლად, 9-წლიანი გახდება. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის, ავტორიზაცია 300-მდე სკოლამ გაიარა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სრულგანაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებლების ხელფასი, საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება.

“არც ერთ პედაგოგს, ხაზგასმით ვამბობ, არათუ დააკლდება, არამედ ყველასთვის უზრუნველყოფილი იქნება ხელფასების ზრდა იმაზე მეტად, ვიდრე ეს 125-ლარიანი დანამატის სახით იყო დაგეგმილი. ახალი პოლიტიკა შეეხება მასწავლებლებს და სპეცმასწავლებლებს, რომელთა დადასტურებული აქვთ კვალიფიკაცია.” – ამბობს გიორგი ამილახვარი.

მისივე თქმით, 2024 წლიდან სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასი 10%-ით, ხოლო ტექნიკურ პერსონალს 10-დან 50%-მდე მოემატება.

მინისტრმა სასკოლო კვების პროგრამაზეც ისაუბრა:

“პრემიერთან შეთანხმებით დავიწყეთ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა. პირველი, რაც გავაკეთეთ, სამინისტროში სპეციალური პროგრამა შევქმენით, რომელიც ქალაქების, რაიონების დონეზე იწყებს თითოეული სკოლის შესწავლას, თუ რა შესაძლებლობებია იქ, რა სჭირდებათ და როდის შეძლებენ ისინი სასკოლო კვების პროცესში ჩართვას და ამ საკითხზე პასუხს. ეს ჩვენ ნათელ სურათს მოგვცემს უახლოეს მომავალში, თუ როდის, რა კონცეფციით შეგვიძლია ჩვენ აღნიშნულ საკითხზე მუშაობის დაწყება”, – ამბობს გიორგი ამილახვარი.

განათლების და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი განმარტავს, რას ნიშნავს ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული განათლების სისტემა.

როგორც ამილახვარმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული მიდგომა გულისხმობს იმ პრინციპსა და ღირებულებებს, რომლებზეც ზოგადი განათლების სისტემის აშენება სურთ. მისივე თქმით, ეს პრინციპი დაეფუძნება “პატრიოტულ, ეროვნული ღირებულებების განვითარებასა და გაღვივებას, ოჯახის ფასეულობების კიდევ უფრო გაძლიერებას და ჩამოყალიბებას”.

“საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ინგლისში, ამერიკაში, ყველგან არის არა თუ ოჯახთან დაკავშირებული მიმართულებები, არამედ არის ზოგადად ოჯახის პოლიტიკა. მე როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობდი, ჩვენ ვსაუბრობდით ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე. ეს არ არის საგნის სწავლება, ეს არის ის პრინციპი და ღირებულებები, რომლებზეც გვინდა ავაშენოთ ზოგადი განათლების სისტემა და მათ შორის, ყველა ის საგანი, რომელიც სკოლაში ისწავლება. ეს დაეფუძნება პატრიოტული, ეროვნული ღირებულებების განვითარებასა და გაღვივებას, ოჯახის ფასეულობების კიდევ უფრო გაძლიერებას და ჩამოყალიბებას, ასევე, ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ისტორიის და კულტურის ხაზგასმას, სხვა უნივერსალურ ღირებულებებთან ერთად, რომელიც ასევე, თავისთავად გულისხმობს გლობალური მოქალაქის ჩამოყალიბებას და იმ ღირებულებების დამკვიდრებას, რომელიც დღეს თანამედროვე მსოფლიოში არის”, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

#drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი