ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
spot_img
მთავარიგანათლება"მედიაჰოლდინგი "შენი" სტუდენტებს პრაქტიკის გავლას სთავაზობს"- გიორგი ფხაკაძე

“მედიაჰოლდინგი “შენი” სტუდენტებს პრაქტიკის გავლას სთავაზობს”- გიორგი ფხაკაძე

მედიაჰოლდინგი “შენი” ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. 2 აპრილს ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აღნიშნული უნივერსიტეტის რექტორ შალვა კირთაძეს შეხვდა, სადაც განიხილეს სტუდენტთა ჩართულობა მედიაჰოლდინგის საქმიანობის ფარგლებში.

“მედიაჰოლდინგი “შენი” სტუდენტებს პრაქტიკის გავლას სთავაზობს”- გიორგი ფხაკაძე | შენი განათლება

შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” შალვა კირთაძეს ესაუბრა:

“მადლობას მოვახსენებ ბატონ გიორგის მობრძანებისთვის. სამედიცინო სფეროს მიმართულებით იყო დღეს შეხვედრა საავადმყოფოების აკრედიტაციასთან დაკავშირებით.
    ის იდეა, რომელიც ბატონმა გიორგიმ ახლა გაახმოვანა ჩვენს უნივერსიტეტთან, ნამდვილად მისასალმებელი და საინტერესია.
  ეს ნიშნავს ერთი “ქუდის ქვეშ” ბევრი პროფესიის ადამიანის გართიანებას რომელთაც შეუძლიათ, საკუთარი თავით წარმოაჩინონ ჩვენი უნივერსიტეტი, თავისი ქალაქიც და ზოგადად, ქვეყანაც იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია მთელს მსოფლიოში გავრცელდება. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია.”
 
შენი პულსი” გიორგი ფხაკაძესაც ესაუბრა:

დღეს ვიმყოფებოდი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ბატონ შალვა კირთაძესთან და ჩვენი შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი იმ მხრივ, რომ განვიხილეთ, თუ რა თანამშრომლობა შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტსა და წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს შორის.

   გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ერთობლივი თანამშროლობა კონკრეტულად სტუდენტების ჩართულობის მხრივ ჩვენს ახალ მედიაჰოლდინგში 《შენი》.
  ჩვენი მედიაჰოლდინგი მოიცავს 10 ვებგვერდსა და 15-ზე მეტ სოციალურ ქსელს, რომელიც ფარავს პრაქტიკულად მთელ ონლაინ სივრცეს. ჩვენ საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას მათთვის საჭირო, სასარგებლო და გასაგებ ენაზე.
   ვცდილობთ, მოვიცვათ ყველა მნიშვნელოვანი სფერო და ერთ-ერთი ასეთი არის “შენი განათლება”, რომელიც გათვალისწინებულია მათშორის სტუდენტებისთვის და რა თქმა უნდა, არამარტო მათთვის.

   ა.წერეთლის უნივერსიტეტთან ვსაუბრობთ იმაზე, რომ დავიწყოთ თანამშრომლობა “შენი განათლების” ფარგლებში. ეს ვებგვერდი ძირითადად მოიცავს საინფორმაციო, საგანმანათლებლო, შემეცნებით საკითხებს და მეცნიერულ სტატიებს.
   უნივერსიტეტთან ჩვენი თანამშრომლობა გულისხმობს იმას, რომ შევქმნათ პროექტი “შენი სიტყვა”, სადაც სტუდენტები გამოხატავენ მოსაზრებას საკუთარი განათლების, სპეციალობის კუთხით.

  ამით არ ვასრულებთ და ჩვენ გადავწყვიტეთ, ვინაიდან ჩვენი მედიაჰოლდინგი მოიცავს 10 ვებგვერდს, ამ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შეეძლებათ პრაქტიკის გავლა ჩვენს ჰოლდინგში.

ამით ჩვენ ვაძლევთ პრაქტიკული გამოცდილების საშუალებას, ერთ-ერთ მსხვილ მედიაჰოლდინგში შეისწავლინ თანამედროვე ონლაინ და სოციალური მედიის ძირითადი საკითხები.   სტაჟიორების პროგრამა ჩვენს მედიაჰოლდინგში უკვე დანერგილი გვაქვს და ეს ახალგაზრდები არიან ჩვენი პოტენციური თანამშრომლები.
   ვინაიდან ეს წინასწარი შეთანხმება გვაქვს, 10 აპრილს ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავმართავთ შეხვედრას, სადაც განვიხილავთ ჩვენი თანამშრომლობის დეტალურ საკითხებს. ჩვენი მედიაჰოლდინგი უკვე ფარავს მილიონზე მეტ მნახველს ყოველთვიურად.
  რაც შეეხება ჩვენი მედიაჰოლდინგის სტაჟიორების პროგრამას, სხვათაშორის ჩვენთან ახალგაზრდები გადიან პრაქტიკას საქართველოს სხვადასხვა რევიონიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რადგან ამ საქმიანობას ინლაინ რეჟიმში ვმართავთ.”

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი