ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedთუ აკეთებთ რევოლუციას გააკეთეთ, დავიღალეთ – გიორგი ფხაკაძე

თუ აკეთებთ რევოლუციას გააკეთეთ, დავიღალეთ – გიორგი ფხაკაძე

05/12/2021


ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ კოვიდსტატისტიკაზე საუბრობს. როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, მისთვის გაუგებარია მსგავსი პანდემიის ფონზე როგორ აწყობენ პოლიტიკოსები ამხელა მიტინგებს.


ფხაკაძე მიხეილ სააკაშვილზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც დაპატიმრების შემდეგ ხალხს მოუწოდებდა, რომ მის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსულიყვნენ. ამის შესახებ ფხაკაძემ ერთ-ერთი ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.


„ადამიანი არის პოლიტიკოსი და უნდა იფიქროს ადამიანებზე. 80 ადამიანი რომ კვდება დღეში, რა დროს მიტინგებია. პირიქით უნდა გამოსულიყო და ეთქვა – ხალხო, მე თქვენ მხარეს ვარ, თქვენი სიცოცხლე მნიშვნელოვანია, არ მინდა მიტინგი ოღონდ თქვენ დაცულები იყავით. ჩვენ რა გვესმის – მოაწყობთ სამ საათიან რევოლუციებს, ილაპარაკებთ ძირს მთავრობაო, მერე მიდიხართ სახლში და ჭამა-სმა? თუ აკეთებთ რევოლუციას, გააკეთეთ.

თქვენ რომ ხართ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, პირიქით უნდა უთხრათ ყველას, რომ არ მოვაწყოთ ამას და გადავარჩენთ სიცოცხლეებს.

აი მაგალითად, ერთმა თქვენგანმა თქვას, რომ ჩემს მიტინგზე მიიღებს მონაწილეობას ვინც არის აცრილი, ყველა იქნება სამედიცინო პირბადეებით და დავიცავთ დისტანციას. კი ბატონო, მე დავდგებოდი თქვენ გვერდით. ხომ შეიძლება მართლა ადამიანებზე იფიქროთ და რომ აკეთებ ამ რევოლუციას, თუ აკეთებთ გააკეთეთ, დავიღალეთ. ადამიანები დაიღალნენ და დაკარგეს ყველანაირი რწმენა“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tu-aketebt-revolutsias-gaaketet-davighalet-giorgi-fkhakadze/


author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  გიორგი ფხაკაძე საფრანგეთში ფაიზერის მე-2 დოზით აიცრა
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი