ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარიUncategorized„თუ რამე ხატია, ყველაფერი აშპალერებული აქვთ და იმის ქვემოთ სამსართულიანი გინებაა“

„თუ რამე ხატია, ყველაფერი აშპალერებული აქვთ და იმის ქვემოთ სამსართულიანი გინებაა“

24/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ანტივაქსერების თავდასხმის ობიექტი ხშირად ხდება და ყოველდღიურად, ბევრი ადამიანის წაშლა/დაბლოკვა უწევს.


ამჯერად, ექსპერტი ანტივაქსერების ტიპიურ კლასიკურ მაგალითებს განიხილავს.

„ყველა ანტივაქსერს და ბოტს ინფორმაციაში უწერია, რომ თბილისის 51-ე სკოლა აქვს დამთავრებული. კი მაგრამ, რამდენი ადამიანია იქ დარეგისტრირებული?! ყოველ მეორე ბოტს ეს სკოლა აწერია. თბილისში რომ ჩამოვალ, უნდა ვნახო.

მეორე ტიპის ანტივაქსერები – ფოტოები, რომლებიც უდევთ, სახეებგადაჭიმულია. ვფიქრობ, რომ კანი გაუსკდებათ. თან რაღაც ფილტრები ადევთ. როცა ვუყურებ, უკვე ვიცი, რომ რაღაც უაზრობას დაწერს.

მესამე ტიპის ჯგუფს ხატების შპალერები აქვს. რწმენა გულში უნდა შეინახოთ. თუ რამე ხატია, ყველაფერი აშპალერებული აქვთ და იმის ქვემოთ სამსართულიანი გინებაა. ასეთი არაფერი მინახავს, თუ მორწმუნე ხარ, ასეთი გინება როგორ შეიძლება?! რაც ბევრი ხატი აქვს ფეისბუკ-გვერდზე, უფრო მეტად ილანძღება და მწარე ლექსიკა აქვს. მეუბნებიან, რომ ვარ სატანა, ეშმაკი და მასონი. ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ, დისერტაციას დავწერ მათზე“, – ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tu-rame-khatia-kvelaferi-ashpalerebuli-aqvt-da-imis-qvemot-samsartuliani-ginebaa-giorgi-fkhakadze-antivaqserebis-tipebze/


author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  Dj Dark - Autumn Vibes (September 2019)
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი