სამშაბათი, აპრილი 8, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedVIDEO: ამაზე უარეს ადგილებში ვარ ნამყოფი და ნამუშევარი და ვიცი, რასაც ვამბობ...

VIDEO: ამაზე უარეს ადგილებში ვარ ნამყოფი და ნამუშევარი და ვიცი, რასაც ვამბობ – რა ვიდეოს აქვეყნებს

17/02/2022

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.


პროფესორმა სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, რომელიც იმ ყოფას ასახავს, რომელშიც უკიდურესად მძიმე პირობებში მცხოვრები ბავშვები არიან ასახული.

გიორგი ფხაკაძე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს:


„ევროსაბჭოში მუშაობა ძალიან მინდოდა. იქ სამუშაოდ ჩემი დიპლომები არ ჭრიდა. ევროკავშირის დიპლომი უნდა მქონოდა. წავედი ბუქარესტში, მეორე სადოქტოროზე, ბუქარესტში ჩავაბარე, CV-ში არ ვწერ, რომ არ თქვან, ვერ არის ჭკუაზეო, ორს ვინ წერსო. რუმინეთში სტრესი მქონდა, ვერ ვმუშაობდი. სწავლობ, სწავლობ და გრძნობ, რომ თავი გისკდება და შეიძლება აგიფეთქდეს. საქართველოს მაგონებს – მინდა რაღაც გავაკეთო და ვერ ვაკეთებ.


შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციაში გავაგზავნე CV. გასაუბრება უცნაურ ადგილას მქონდა. ბაზარში ვიყავი, გარშემო უამრავი ბოშა იყო, ყვიროდნენ-წიოდნენ. მე კუთხეში ვიყავი, ცელოფნის პარკში პომიდვრები და რაღაცები მელაგა. გასაუბრება ჩუმად მქონდა, საპირფარეშოს გვერდით ვიდექი და წარიმართა. ვიფიქრე, ვის უნდა ავეყვანე, თუმცა, 1 კვირაში დამირეკეს. სომალიში აღმოვჩნდი. გლობალური ფონდის მენეჯერის პოზიციაზე. 2006 წელს იქ ვინ წავიდოდა? სასაკლაო იყო. წავედი…


თეთრი ბიჭი ჩავიდა არათეთრებთან. ძალიან სტრესული იყო იქ მუშაობა. ზოგიერთ ადგილას 25-კაციანი დაცვა მყავდა. 5-6 მანქანით ვმოძრაობდი. ძალიან ბევრჯერ სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში, ვნახე ადამიანების სიცოცხლის დაკარგვაც.7-8 თვე ვიყავი, ძალიან ბევრი ვისწავლე, განსაკუთრებით კორუფციის არსი გავიგე. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ამას აკონტროლებდა. იქ საპირფარეშო არ არის, პირველი დღე იყო ძალიან რთული. მანქანიდან გადასვლა სარისკოა, გარშემო ყველაფერი დანაღმულია. დილით ფეხსაცმელში შესაძლოა მორიელიც დაგხვდეს“…


დღეს გავრცელებულ ვიდეოს კი ასე ასათაურებს:


„ნამდვილი სიღარიბე და გაჭირვება თუ არ გინახავს, ვერასდროს ვერ დააფასებ იმას, რაც გაქვს.


როცა მუშაობ ასეთ ქვეყნებში, ხვდები, რომ კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერი არის კორუფცია. კორუფცია ქმნის მონობას. მე ასეთ და ამაზე უარეს ადგილებში ვარ ნამყოფი და ნამუშევარი და ვიცი, რასაც ვამბობ,

️თქვენ იცით?!“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/video-amaze-uares-adgilebshi-var-namyofi-da-namushevari-da-vitsi-rasats-vambob-ra-videos-aqveynebs-giorgi-fkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

8 April, 2025
რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

აპრილი 8, 2025
უნდა წაისვათ თუ არა  მზისგან დამცავი კრემი ღრუბლიან ამინდშიც?

უნდა წაისვათ თუ არა მზისგან დამცავი კრემი ღრუბლიან ამინდშიც?

8 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი