Wired-ის ინფორმაციით, ფილმი „28 წლის შემდეგ“ iPhone 15 Pro Max-ით გადაიღეს.
გამოცემის ინფორმაციით, სმარტფონებს სპეციალური ობიექტივები ჰქონდა მიმაგრებული. რეჟისორ დენი ბოილის ზომბი-ჰორორის გაგრძელება 75 მილიონი დოლარი დაჯდა, რაც მას სმარტფონზე გადაღებულ ყველაზე ძვირადღირებულ ფილმად ხდის.
მთავარ როლებს ფილმში „28 წლის შემდეგ“ კილიან მერფი, რეიფ ფაინსი, ჯოდი კომერი, აარონ ტეილორ-ჯონსონი და ჯეკ ოკონელი ასრულებენ. ფილმის პრემიერა 2025 წლის ივნისში უნდა შედგეს.
მასალის გამოყენების პირობები