შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი გადაცემაში “შაბათ-კვირის დილა” აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს აძლევს:
– საგამოცდო ბარათები, როგორც წესი, ივნისის ბოლო დეკადაში გაიცემა, სადაც დატანილია, რომელ ქალაქსა და საგამოცდო ცენტრში განაწილდა აბიტურიენტი, რომელ საათსა და სესიაზე უნდა გამოცხადდეს. თბილისში 9 საგამოცდო ცენტრი გვაქვს. ამიტომ, აუცილებლად კარგად უნდა ჩაიხედოს აბიტურიენტმა ბარათში, რომელ საგამოცდო ცენტრშია განაწილებული. როგორც წესი, დღეში 2 სესია ტარდება. საგამოცდო ბარათში პირდაპირ წერია, რომ რეგისტრაციის დაწყების დრო 8 საათია, გამოცდის დაწყების დრო 9 საათი. ძალიან ხშირად, როცა აბიტურიენტი იგვიანებს, 9 საათსა და 1 წუთზე მოდის, ჰგონია, რომ 1 წუთი დააგვიანა. სინამდვილეში, ჩვენთვის ეს 1 საათი და 1 წუთია. ადამიანი სადღაც რომ იგვიანებ, ხომ უფრო ღელავ. ამიტომაა რეგისტრაციის დროდ პირველ სესიაზე 8 საათი აღებული. ყველას ვურჩევ, რომ საგამოცდო ცენტრთან რეგისტრაციის დროს, 8 საათზე მობრძანდნენ. მშვიდად, წყნარად შეხვალთ, დასხდებით, რეგისტრაციის გავლასაც დრო სჭირდება. საგამოცდო ბარათები თავიანთი გვერდიდან აბიტურიენტებმა თავად უნდა ამობეჭდონ.
თქვენი ცოდნა 12-წლიანი შრომის შედეგია. შესაბამისად, ყველა აბიტურიენტს ვურჩევდი, წინა დღეს დაისვენონ. სიმშვიდეში იყვნენ, კარგ მუსიკას მოუსმინონ, გააკეთონ ის, რაც სიამოვნებთ, კარგად გამოიძინონ…
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აბსოლუტურად ყველა ცენტრში, ყველა საგამოცდო წერტილში კონდიციონერია.
ჯერჯერობით, ზუსტი თარიღები არ გვაქვს, მაგრამ გამოცდებს ივლისის თვეში დავიწყებთ და ამავე თვეში დავამთავრებთ.
მასალის გამოყენების პირობები