აბო თბილელის წამება – შინაარსი – ქართლად მობრძანება

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

იყო დრო. როცა საქართველო არაბებმა დაიპყრეს. ამ დროს ქართლს ადარნესე კურაპალატის ვაჟი ნერსე ერისთავი განაგებდა.

იხმო ერისმთავარი მრისხანე აბდილა ამირა მუმნმა თავის სამფლობელოში, ქალაქ ბაღდადში და ბოროტი ადამიანების დასმენით ნერსე ერისთავი დააპატიმრა.

სამი წელი გაატარა ერისთავმა საპატიმროში, მაგრამ ღვთის ნებით მოკვდა აბდილა ამირა მუმნი და მის ნაცვლად მისი ვაჟი მაჰდი გამეფდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მოწყალე ღმერთმა ჩააგონა მაჰდის ნერსეს განთავსუფლება, გამოიყვანა იგი სასტიკი საპყრობილედან და ისევ ერისმთავრად გამოაგზავნა საკუთარ ქვეყანაში.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ახლა კი გიამბობთ არაბი ყმაწვილის, აბოს შესახებ, რანაირად და როგორ მოვიდა ის აქ, ჩვენს ქვეყანაში.

აბო არაბეთის დედაქალაქ ბაღდადში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მან კარგად იცოდა სარკინოზთა მწიგნობრობა, თანაც სურნელოვან ნელსაცხებელთა შემზადების ოსტატი გახლდათ.

აბო 17-18 წლისა იქნებოდა, როდესაც დატოვა ნათესავები, ქონება და ქრისტეს სიყვარულის გამო, ნერსე ერისთავთან ერთად აქეთ, ქართლში წამოსვლა მოინდომა და ამიტომაც ერისთავს მსახურად დაუდგა.

სათნო ყმაწვილმა მალე ყველას შეაყვარა თავი; იოლად დაისწავლა ქართული წერა-კითხვა, გამართული ლაპარაკი და დაიწყო ბიბლიის შესწავლა.

მაშინ კი მიატოვა ნეტარმა აბომ მამაპაპური ლოცვის წესი და მთელი გულით ქრისტე შეიყვარა.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

ყმაწვილი ვერ აცხადებდა თავისი ქრისტიანობის ამბავს, ამიტომ ფარულად მარხულობდა, ლოცულობდა უფლისთვის და ეძებდა უსაფრთხო ადგილს მოსანათლად, რადგან ამ ქვეყნის დამყრობლების, თავისი თანამემულეების – სარკინოზების ეშინოდა.

#drpkhakadze  #sheniganatleba

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. აბო თბილელის წამება – შინაარსი – ქართლად მობრძანება [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 7]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%90%e1%83%91%e1%83%9d-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90/
sheniganatleba.ge
READ  ცხოვრება პრინცესა დაიანას ჩრდილში, საზოგადოების სიძულვილი და ქარიშხლიანი გზა ბრიტანეთის დედოფლობამდე
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network