“არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს

“არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა

ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვაამონაშვილი მასწავლებლებს ურჩევს, თუ როგორ შეაყვარონ თავი მოსწავლეს. დიდი პედაგოგის თქმით, თუ ბავშვს მასწავლებელი უყვარს, ის მის საგანსაც შეიყვარებს. როგორ უნდა შეაყვაროს მასწავლებელმა ბავშვს თავი? აი, რას გვირჩევს შალვა ამონაშვილი:

  • პატივი ეცი ბავშვს;
  • არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, ბავშვი მშობლის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო.
  • წაეშველე ბავშვს, როცა რაღაც სჭირდება, გვერდით იყავი.
  • არ გააკრიტიკო ბავშვი, პირიქით, შეამკე მაშინაც კი, როცა შესამკობი არაფერი აქვს. შეიძლება ცელქია, მოუსვენარია, ხელს გიშლის, რით უნდა შევამკოო, იკითხავს მასწავლებელი. მოუძებნე რამე, ვითომ, ასეთია. ვითომ გულისხმიერია, მეგობრულია, კეთილია. მიაწერე ეს თვისებები, რათა მან დაიჯეროს და მართლაც ამ თვისებებს მიეძალოს. შემკობის მეთოდი არაჩვეულებრივია.

“აი, ამ გზებით შეუძლია მასწავლებელს ბავშვს თავი შეაყვაროს. ხოლო როცა ბავშვს მასწავლებელი უყვარს, იმას მათემატიკაც უყვარს, წერაც – ყველაფერი, რაც საყვარელი მასწავლებლისგან მოდის.” – ამბობს შალვა ამონაშვილი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). “არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს. 28 ოქტომბერი, 2024. https://sheniganatleba.ge/არ-დააბეზღო-ბავშვი-მშობე/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. “არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%90%e1%83%91%e1%83%94%e1%83%96%e1%83%a6%e1%83%9d-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94/
sheniganatleba.ge
READ  სხვა უმარტივესი ხრიკი, ამ მეთოდის გამოყენებით სარეცხს დაუთოება არ დასჭირდება
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network