ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაასტრონომებმა გადაიღეს, როგორ ამოდის შორეული ვარსკვლავის ზედაპირზე მზეზე 75-ჯერ დიდი ბუშტები

ასტრონომებმა გადაიღეს, როგორ ამოდის შორეული ვარსკვლავის ზედაპირზე მზეზე 75-ჯერ დიდი ბუშტები

ასტრონომებმა ჩვენგან 180 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავის ზედაპირის ცვლილებები გადაიღეს; ამ ცვლილებათა მიზეზი ვარსკვლავის წიაღში სიცხის მუდმივი ციკლია.

ოქროს თევზის თანავარსკვლავედის R-ის სამი ფოტო ასახავს მის ცვალებად მახასიათებელთა ორ კვირას; ეს წითელი გიგანტი ვარსკვლავი ზომით ჩვენს მზეზე დაახლოებით 350-ჯერ დიდია, იმყოფება სიცოცხლის ბოლო ფაზაში და კონვექციით დუღს და ბობოქრობს.

ახალი კვლევა პირველია, რომელშიც კაცობრიობამ მზის სისტემის მიღმა, ჩვენი მზის გარდა სხვა ვარსკვლავში შეძლო ამ პროცესის გადაღება. ცვლილებები, რომლებიც ასტრონომებმა ვარსკვლავ ოქროს თევზის თანავარსკვლავედის R-ის ზედაპირზე აღრიცხეს, წარმოადგენს გაცხელებული გაზის უზარმაზარ ბუშტებს, რომლებიც ზომით ჩვენს მზეზე 75-ჯერ დიდი — ისინი ზედაპირიდან ამოიზიდებიან და კვლავ დაბლა ეშვებიან იმაზე მცირე დროში, ვიდრე ასტრონომები ვარაუდობდნენ.

„რეალური ვარსკვლავის დაბუშტული ზედაპირი ამ გზით ისტორიაში პირველად ვნახეთ. ვერასოდეს წარმოვიდგენდით, თუ მონაცემები იმდენად მაღალი ხარისხის იქნებოდა, რომ ვარსკვლავის ზედაპირზე კონვექციის ამდენ დეტალს ვნახავდით“, — ამბობს შვედეთის ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასტრონომი ვულტერ ვლემინგსი.

ოქროს თევზის თანავარსკვლავედის R-ი ბრწყინვალე ობიექტია მზის გარდა სხვა ვარსკვლავის ზედაპირის ცვლილებათა შესასწავლად. ის ძალიან დიდია და შესაბამისად, მეტია ზედაპირის ფართობი. დიდია ვარსკვლავის აქტივობაც.

ცნობილია, რომ ვარსკვლავებში კონვექციის პროცესი მიმდინარეობს, რასაც განაპირობებს ბირთვში გამომუშავებული სითბოს ზედაპირისკენ ასვლა ბუშტების სახით. მზის შემთხვევაში ამას კონვექციური გრანულების სახით ვხედავთ, რომელთა სიგანეც დაახლოებით 1000 კილომეტრია. ისინი ცენტრიდან ამოდიან, კიდეებისკენ მიიწევენ და დაახლოებით 20 წუთს ძლებენ, შემდეგ კი ქრებიან.

სიღრმეში გრანულირება უფრო დიდ მასშტაბებზე ხდება. მეზოგრანულები არის გრანულები, რომელთა სიგანეც 5000 – 10 000 კილომეტრია და დაახლოებით ერთ საათს ძლებენ. სუპერგრანულების ზომა დაახლოებით 32 000 კილომეტრია და ისინი თითქმის 20 საათს ძლებენ.

ვლემინგი და მისი კოლეგები იმედოვნებდნენ, რომ ჩილეში მდებარე ატაკამის ფართო მილიმეტრულ/სუბმილიმეტრული ტელესკოპის (ALMA) გამოყენებით, ამ პროცესის დეტალებს სხვა მზის სისტემიდან შორს, ვარსკვლავშიც გამოარჩევდნენ. შედეგები მართლაც საოცარი აღმოჩნდა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
ბუდაპეშტის 7 ყველაზე ისტორიული ყავის სახლი და კაფე

ბუდაპეშტის 7 ყველაზე ისტორიული ყავის სახლი და კაფე

5 November, 2024
3 გზა ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად

3 გზა ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად

ნოემბერი 7, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

7 ნოემბერი 2024
ჩაშენებული მაცივრის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ჩაშენებული მაცივრის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ნოემბერი 7, 2024
მეფუტკრეობის ტრადიცია და საფუტკრეების დამზადების წესი

მეფუტკრეობის ტრადიცია და საფუტკრეების დამზადების წესი

ნოემბერი 6, 2024
თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, “ერეკლეობა”, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება

თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, “ერეკლეობა”, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება

ნოემბერი 7, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

ოქტომბერი 31, 2024
წესები, რომლებიც უცხო ქვეყანაში უნდა გავითვალისწინოთ

წესები, რომლებიც უცხო ქვეყანაში უნდა გავითვალისწინოთ

7 ნოემბერი 2024
ლიბრეს ერთკვირიანი აქცია – სპეციალური შეთავაზება მომხმარებლებს

ლიბრეს ერთკვირიანი აქცია – სპეციალური შეთავაზება მომხმარებლებს

ნოემბერი 7, 2024
საქართველოს სავალუტო რეზერვები $1 მილიარდით შემცირდა — 2024 წლის ოქტომბრის მონაცემები

საქართველოს სავალუტო რეზერვები $1 მილიარდით შემცირდა — 2024 წლის ოქტომბრის მონაცემები

ნოემბერი 7, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი