აღდგომას თბილისში ავტობუსების დროებითი მარშრუტები დაწესდება და მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, რომლითაც მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

“ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: “მარჯანიშვილი”, “დელისი”, “სარაჯიშვილი”, “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, “დიდუბის” ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან (“თბილისი ცენტრალის” პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

“აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. მოქალაქეების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება” , – აღნიშნა კახა კალაძემ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

📍 თბილისის მერია

© OpenStreetMap contributors · PHIG

📌 ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. აღდგომას თბილისში ავტობუსების დროებითი მარშრუტები დაწესდება და მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 26]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a3/
sheniganatleba.ge
READ  სხვა უმარტივესი ხრიკი, ამ მეთოდის გამოყენებით სარეცხს დაუთოება არ დასჭირდება
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
🎓 © 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network