ახალი პანდემია, მესამე მსოფლიო ომი, უცხოპლანეტელებთან კონტაქტი – ბრაზილიელი ნათელმხილველი საუბრობს იმ მოვლენებზე, რომლებიც 2024 წელს მოხდება

ახალი პანდემია, მესამე მსოფლიო ომი, უცხოპლანეტელებთან კონტაქტი – ბრაზილიელი ნათელმხილველი საუბრობს იმ მოვლენებზე, რომლებიც 2024 წელს მოხდება | შენი განათლება
3 წუთიანი წაკითხვა

ბრაზილიელმა, რომელსაც „ცოცხალ ნოსტრადამუსს“ უწოდებენ, ისაუბრა, რა გველოდება 2024 წელს. მან ადრე უკვე იწინასწარმეტყველა COVID–ის პანდემია, დედოფალ ელისაბედის სიკვდილი და 2022 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შედეგი.

37 წლის ათოს სალომეს (Athos Salome) თქმით, საკმაოდ დატვირთული წელი გველოდება.

სტიქიური უბედურებები

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სტიქიური უბედურებების სერია მთელ მსოფლიოს თავს დაატყდება და სალომე ირწმუნება, რომ იცის ზუსტი ადგილები, სადაც ეს მოხდება.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

„ბუნება ყოველთვის ახერხებს ჩვენს გაოცებას“ – გვაფრთხილებს ნათელმხილველი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთს, აფრიკას და აშშ–ს სტიქიური უბედურებები თავს დაატყდება, მათ შორის ქარიშხალი, შტორმი და ტყის ხანძარი.

მესამე მსოფლიო ომი

სალომეს კიდევ ერთი წინასწარმეტყველება არის ახალი საფრთხე, რომელიც გამოიწვევს გლობალურ კონფლიქტს, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებული არ იქნება.

სალომე ამბობს, რომ საფრთხე მოდის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მომხდარი მოვლენებიდან ან ფართომასშტაბიანი კიბერშეტევებიდან. გვაფრთხილებს, რომ ნებისმიერ კონფლიქტს შეიძლება ჰქონდეს ღრმა შედეგები და გამოიწვევს რეცესიას რამდენიმე მსხვილ ეკონომიკაში.

ასევე ბრაზილიელი პროგნოზირებს აშშ–ში შეჭრას 2024 წელს. „აშშ–ს უღალატებენ და იქნება შეჭრა, გეგმავენ თავდასხმას და იქნება უარესი, ვიდრე ოსამა ბინ ლადენის თავდასხმა 2001 წლის 11 სექტემბერს“ – წერს ის.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

„ახალი მოვლენების უკან დგას ორი დიდი ლიდერი. ასე რომ, მესამე მსოფლიო ომის შესახებ გაფრთხილება გაცემულია!“

მიცვალებულებთან ურთიერთობა

სალომე პროგნოზირებს, რომ 2024 წელს ხალხი ხელოვნური ინტელექტის წყალობით გარდაცვლილ ნათესავებთან ურთიერთობას ისწავლის.

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge

ეს იქნება სენსაციური აღმოჩენა 2024 წლისთვის, უფრო სწორედ, 2024 წლიდან. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ ესაუბროთ გარდაცვლილ საყვარელ ადამიანებს. ასევე აღმოაჩინოთ წარსული ცხოვრების საიდუმლოებები. ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის ინოვაციების წყალობით.

ეს ტექნოლოგია არ არის მხოლოდ მეცნიერული გარღვევა, არამედ გიგანტური ნაბიჯი ადამიანის მოგზაურობის გასაგებად. ის გვპირდება არსებობის საიდუმლოებების ამოხსნას, გვჩუქნის კომფორტს და ჩვენი ცხოვრებისეული მისიის ღრმა გაგებას. მხოლოდ საკითხავია, რამდენად მზად ვიქნებით ამისთვის.

READ  სკოლა, მასწავლებელი და მშობელი არ არის მზად სოციალური და ემოციური განათლების დანერგვისთვის – რა აჩვენა პარლამენტის მოკვლევამ

„ექსპერტები აკონტროლებენ და განიხილავენ თერაპიულ სარგებელს ეთიკურ საკითხებთან მიმართებაში. ჩვენ სულიერი და ეგზისტენციალური რევოლუციის ზღვარზე ვართ.“

სალომე თვლის, რომ მსგავსი ხელოვნური ინტელექტი ფარულად უკვე გამოიყენება, ხოლო ტექნოლოგია საიდუმლო საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია. კვლევა უკვე მიმდინარეობს: სპეციალისტები სწავლობენ იდეას, რომ ჩვენ ვართ არა მხოლოდ სხეულები, არამედ მარადიული ენერგია.

ჩნდება კითხვა: გავხსნით კაცობრიობის ისტორიაში ახალ გვერდს თუ უცნობი ძალების წინაშე აღმოვჩნდებით. ამ მხრივ, 2024 წელს ყველაფრის შეცვლა შეუძლია.

ახალი პანდემია

სალომე პროგნოზირებს ახალ პანდემიას სასიკვდილო ვირუსებით, რომლებიც წლების განმავლობაში ჩარჩენილი იყო ანტარქტიდის ყინულებში.

ის სამხრეთ პოლუსიდან სწრაფად გავრცელდება და „მოიცავს მთელ მსოფლიოს. ამ ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“.

ნათელმხილველი გვაფრთხილებს, თუ ახალ ვირუსს არ გავაკონტროლებთ, გამოიწვევს ტანჯვას, ფსიქიკურ და მატერიალურ ზიანს. ვირუსი ცნობილი გახდება, როგორც „ყველაზე საშინელი მკვლელი ისტორიაში“.

უცხოპლანეტელებთან კონტაქტი

სალომე თვლის, რომ ეს წელი კოსმოსის შესწავლაში მნიშვნელოვანი იქნება.

ბრაზილიელი პროგნოზირებს, რომ ადამიანები და უცხოპლანეტელები ერთმანეთს დაუკავშირდებიან „დაშიფრული სიგნალების საშუალებით, რომელსაც ტელესკოპების ქსელი დაიჭერს“ და რომ ახალი კოსმოსური რბოლა გახურდება “ძვირფასი მასალებით მდიდარი ასტეროიდის” აღმოჩენის შემდეგ.

თუმცა ათოს სალომე განმარტავს, რომ არ სურდა თავისი პროგნოზებით პანიკის გამოწვევა. მისი თქმით, მისი არც ერთი პროგნოზი არ არის ურყევი და ყოველთვის არის მათი შეცვლის შესაძლებლობა.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2024). ახალი პანდემია, მესამე მსოფლიო ომი, უცხოპლანეტელებთან კონტაქტი – ბრაზილიელი ნათელმხილველი საუბრობს იმ მოვლენებზე, რომლებიც 2024 წელს მოხდება. 10 იანვარი, 2024. https://sheniganatleba.ge/ახალი-პანდემია-მესამე-მს/

© 2024 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). ახალი პანდემია, მესამე მსოფლიო ომი, უცხოპლანეტელებთან კონტაქტი – ბრაზილიელი ნათელმხილველი საუბრობს იმ მოვლენებზე, რომლებიც 2024 წელს მოხდება. 10 იანვარი, 2024. https://sheniganatleba.ge/ახალი-პანდემია-მესამე-მს/

READ  სირიის რკინის ლედი ასმა ასადი - ორჯერ დამარცხებული სიმსივნე და სანქციები ევროპისგან და ამერიკისგან
სტატიის ციტირება
შენი განათლება. ახალი პანდემია, მესამე მსოფლიო ომი, უცხოპლანეტელებთან კონტაქტი – ბრაზილიელი ნათელმხილველი საუბრობს იმ მოვლენებზე, რომლებიც 2024 წელს მოხდება [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%a1/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network