გაკონტროლდება სამსახურში მისვლისა და წამოსვლის დრო ! – ვის შეეხება სიახლე, რომელიც 15 იანვრიდან ამოქმედდება

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა და აღსაზრდელთა აღრიცხვის მიზნით ელექტრონული დაშვების სისტემა 2026 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდება.

„15 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლით განახლდება – საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა დაწესებულებებში ელექტრონული დაშვების სისტემის დანერგვა. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ბარათის წამკითხველებისა და შესაბამისი ვიდეოკონტროლის სისტემის მონტაჟი; გადამზადდნენ როგორც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები, ისე სააგენტოს შესაბამისი განყოფილებების სპეციალისტები პროგრამის მართვის მიმართულებით; იმართება საინფორმაციო შეხვედრები აღსაზრდელების მშობლებთან, რათა 2026 წლის 15 იანვრიდან ბავშვთა მიღება ბაღებში შეუფერხებლად განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელმისაწვდომი ხდება სპეციალურ პორტალზე – www.tbilisikids.com რეგისტრაციის გზით, ერთჯერადი QR-კოდის გენერირება და მისი დაფიქსირება ბარათის წამკითხველზე.

„გარდა ამისა, თითოეული აღსაზრდელის მშობელს გადაეცემა მაქსიმუმ რვა პლასტიკური ბარათი, რათა დავაზღვიოთ ბავშვის აღრიცხვა ბარათის დაკარგვის ან სხვადასხვა მშობლის მიერ თანხლების შემთხვევაში.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა გარემოება, რომელმაც შესაძლოა, თავი იჩინოს ბავშვთა და თანამშრომელთა ელექტრონული აღრიცხვისას, იქნება ეს კონკრეტული სამუშაო განაკვეთი თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებზე მორგებული დასწრების გრაფიკი.

„პროგრამა 100%-იანი სიზუსტით უზრუნველყოფს როგორც დასაქმებულთა, ისე რეგისტრირებულ აღსაზრდელთა დასწრების აღრიცხვას. ასევე, ციფრული ტექნოლოგიის გამოყენება გამოიწვევს ადამიანური, დროისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაზოგვას და გადანაწილებას სხვა საჭიროებებზე; სისტემა საშუალებას აძლევს სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტებს თითოეულ ბაღში დასწრება და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ცენტრალიზებულად გადაამოწმოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

📍 სტატია ეხება: თბილისი

",iconSize:[14,14],iconAnchor:[7,7]});var marker=L.marker([p.lat,p.lng],{icon:mk}).addTo(m);marker.bindPopup(""+p.name+"");bounds.push([p.lat,p.lng]);});if(bounds.length===1){m.setView(bounds[0],11);}else{m.fitBounds(bounds,{padding:[40,40]});}});

© OpenStreetMap · PHIG

READ  "ჰობიტონი", საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან - თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის