გარდაიცვალა საქართველოს რადიოს ყოფილი გენერალური დირექტორი ვახტანგ ნანიტაშვილი

SheniGanatleba.ge
0 წუთიანი წაკითხვა
#image_title

77 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი, საქართველოს რადიოს ყოფილი გენერალური დირექტორი ვახტანგ ნანიტაშვილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვახტანგ ნანიტაშვილი მუშაობდა საქართველოს ტელერადიო მაუწყებლობაში და გაიარა გზა რედაქტორიდან რადიოს გენერალურ დირექტორობამდე. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს რადიოს პოპულარული გადაცემის „პიკის საათის“ დაარსება, რომელიც დღესაც გადაიცემა საზოგადოებრივი რადიოს ეთერში.

ვახტანგ ნანიტაშვილი იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, დაჯილდოებული იყო ღირსების მედლით. არის ავტორი წიგნისა „საქართველოს რადიოს ხმოვანი მატიანე“.

📍 სტატია ეხება: თბილისი

",iconSize:[14,14],iconAnchor:[7,7]});var marker=L.marker([p.lat,p.lng],{icon:mk}).addTo(m);marker.bindPopup(""+p.name+"");bounds.push([p.lat,p.lng]);});if(bounds.length===1){m.setView(bounds[0],11);}else{m.fitBounds(bounds,{padding:[40,40]});}});

© OpenStreetMap · PHIG

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
READ  „რწმენის საზღვარი მარადისობაა, სიყვარულის საზღვარი იმედგაცრუებაა, სიბრიყვის საზღვარი… მას საზღვარი არ აქვს“ – გია მურღულია
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის