პარასკევი, ივლისი 11, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაგარემოს ეროვნული სააგენტო მაღალი რისკის სამი მუნიციპალიტეტისთვის გეოლოგიური საფრთხეების დეტალურ რუკებს მოამზადებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მაღალი რისკის სამი მუნიციპალიტეტისთვის გეოლოგიური საფრთხეების დეტალურ რუკებს მოამზადებს

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ სამი მაღალი რისკის მქონე მუნიციპალიტეტისათვის – ვანის, ბაღდათისა და ქობულეთისთვის – გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი) დეტალური რუკების შედგენას ითვალისწინებს. სამუშაო პროცესში განახლდება გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზა, მოხდება მეწყრების დეტალური აღწერა და მომზადდება საფრთხეების ზონირების რუკები.

სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის მსგავსი მასშტაბის რუკები პირველად მზადდება და მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე, შესაბამისი დარგობრივი მიმართულებების სპეციალისტებისთვის.

მხარეებს შორის პირველ ონლაინ სამუშაო შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი, საერთაშორისო ექსპერტი ენდრიუ კოსი ესწრებოდა. შეხვედრაზე განხილული იქნა საფრთხეების რუკების შედგენისთვის საჭირო მონაცემების შეგროვების მეთოდები და სხვა დეტალები.

პროექტის ფარგლებში გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები საფონდო (ისტორიული) მასალების დამუშავების შემდეგ, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გეოდინამიკური კუთხით არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან და საჭირო ინფორმაციას შეაგროვებენ.

აღნიშნული პროექტი „კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში, ფაზა 2“ დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.

ინიციატივა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას საქართველოში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის დაფინანსებით.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი მუდმივად ახორციელებს გეოლოგიური საფრთხეების მონიტორინგს, მათ შორის, გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზების, საფრთხეების ზონირების/დარაიონების, ასევე, სხვადასხვა თემატური გეოლოგიური რუკის შედგენა-განახლებას.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 13 000-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა“
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი