გარემოს ეროვნული სააგენტო მაღალი რისკის სამი მუნიციპალიტეტისთვის გეოლოგიური საფრთხეების დეტალურ რუკებს მოამზადებს

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ სამი მაღალი რისკის მქონე მუნიციპალიტეტისათვის – ვანის, ბაღდათისა და ქობულეთისთვის – გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი) დეტალური რუკების შედგენას ითვალისწინებს. სამუშაო პროცესში განახლდება გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზა, მოხდება მეწყრების დეტალური აღწერა და მომზადდება საფრთხეების ზონირების რუკები.

სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის მსგავსი მასშტაბის რუკები პირველად მზადდება და მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე, შესაბამისი დარგობრივი მიმართულებების სპეციალისტებისთვის.

მხარეებს შორის პირველ ონლაინ სამუშაო შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი, საერთაშორისო ექსპერტი ენდრიუ კოსი ესწრებოდა. შეხვედრაზე განხილული იქნა საფრთხეების რუკების შედგენისთვის საჭირო მონაცემების შეგროვების მეთოდები და სხვა დეტალები.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

პროექტის ფარგლებში გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები საფონდო (ისტორიული) მასალების დამუშავების შემდეგ, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გეოდინამიკური კუთხით არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან და საჭირო ინფორმაციას შეაგროვებენ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

აღნიშნული პროექტი „კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში, ფაზა 2“ დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.

ინიციატივა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას საქართველოში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის დაფინანსებით.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი მუდმივად ახორციელებს გეოლოგიური საფრთხეების მონიტორინგს, მათ შორის, გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზების, საფრთხეების ზონირების/დარაიონების, ასევე, სხვადასხვა თემატური გეოლოგიური რუკის შედგენა-განახლებას.

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. გარემოს ეროვნული სააგენტო მაღალი რისკის სამი მუნიციპალიტეტისთვის გეოლოგიური საფრთხეების დეტალურ რუკებს მოამზადებს [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2/
sheniganatleba.ge
READ  ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი იუნიორთა შორის გრანპრის ფინალის გამარჯვებულია
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network