„დედა ბაბუას უყურებდა და უცებ, ყურში მითხრა, – მალე გარდაიცვლებაო… დაახლოებით 1 კვირაში ბაბუა გარდაიცვალა. მას მერე, დედაჩემის ყველა სიტყვის მჯერა”

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
მარიამ ციმინტიას შვილი

„მარიამ ციმინტიას შვილი” – ყველა ასე მიცნობსო, გვითხრა 20 წლის მოცეკვავე ანა სარალიძემ, რომელიც ახლახან ტელეშოუ “ნიჭიერის” სცენაზე თავის გუნდთან ერთად, ჰიპ-ჰოპის ცეკვის ნომრით გამოჩნდა. საგულშემატკივროდ ანას პარაფსიქოლოგი და ექსტრასენსი დედაც თან ახლდა…

– თავდაპირველად, ქართული ხალხური ცეკვით გახლდით დაკავებული. სხვათა შორის, სასაცილო მიზეზის გამო დავანებე თავი: გაცივებული ვიყავი, რის გამოც 1 თვე გაკვეთილები გავაცდინე, შემდეგ კი მისვლის ძალიან შემრცხვა. არც ერთ ცეკვაზე აღარ დავდიოდი… მერე კონტემპი ვცადე, მაგრამ არ მომეწონა და გამოვედი… ისე მოხდა, რომ სკოლიდან სამოდელო სააგენტოში მიმიწვიეს. როცა მივედი, მკითხეს, – ცეკვაზე სად დადიხარო? ვუპასუხე, – არსად-მეთქი. დედაჩემმა ეს რომ გაიგო, გულზე მოხვდა – რას ჰქვია, ჩემი შვილი არსად დადისო?! ადგა და ჰიპ-ჰოპზე შემიყვანა (იცინის). ჰიპ-ჰოპს 9 წლიდან ვცეკვავ. მხოლოდ 1 წელი “ჩავაგდე,” რადგან სტუდია ჩემი სახლიდან შორს იყო, გარდატეხის ასაკში მყოფს სიარული მეზარებოდა… რომ არ მოვიტყუო, ადრე ცეკვას სერიოზულად არ ვუყურებდი, მაგრამ ბოლო პერიოდში მივხვდი, ცეკვის გაგრძელება მინდოდა, რადგან ერთ-ერთ სტუდიაში ქორეოგრაფის ასისტენტად მუშაობა დავიწყე. ბავშვებს რომ ვასწავლიდი, ძალიან მესიამოვნა.

– როდის გაიაზრე, რომ დედა ნათელმხილველია და ეს როგორ მიიღე?

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

– თავდაპირველად, მოსკოვში რომ წავიდა და “ექსტრასენსთა ბრძოლაში” მონაწილეობდა, ძალიან გამეცინა. საერთოდ, დედა ისეთი ადამიანია, რომ ყველაფერი შეუძლია: კერძების მომზადება, სიმღერა… ლოგოებსაც ამზადებდა… ეგ კი არა, ჩემთან ერთად ცეკვაზეც დადიოდა! რაკი ყოვლისშემძლე გახლავთ, ესეც აღარ გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე, – ალბათ, შოუ დადგმული იქნება, რაღაცებში დაეხმარებიან-მეთქი, მაგრამ მახსოვს, მისი ნათელმხილველობის უნარის როდის დავიჯერე: საქართველოში რომ დაბრუნდა, ერთხელ ოჯახი სუფრასთან ვისხედით. დედა ბაბუას უყურებდა და უცებ, ყურში მითხრა, – მალე გარდაიცვლებაო… დაახლოებით 1 კვირაში ბაბუა გარდაიცვალა. მას მერე, დედაჩემის ყველა სიტყვის მჯერა: ამას აღარ ემეგობრები, იმას დაშორდებიო და ა.შ. ყველაფერი ცხადდება. ამიტომ არ მიყვარს, როცა წინასწარ მეუბნება.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

READ  მთელი საქართველო მისი ჯადოქრობების მოლოდინში საათებს ვითვლიდით - ლაშა გოდუაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნი „კვარადონა“ გამოსცა
სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. „დედა ბაბუას უყურებდა და უცებ, ყურში მითხრა, – მალე გარდაიცვლებაო… დაახლოებით 1 კვირაში ბაბუა გარდაიცვალა. მას მერე, დედაჩემის ყველა სიტყვის მჯერა” [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%a3%e1%83%a7%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network