„ამ პროფესიაში მთავარი ღირსების შენარჩუნებაა” – ჟურნალისტი ანა შანიძე

„ამ პროფესიაში მთავარი ღირსების შენარჩუნებაა” – ჟურნალისტი ანა შანიძე | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. თარიღი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს დააწესეს.

ეს დღე პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება. „ქართული გაზეთი”-ს პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით 21 მარტს გამოიცა.

გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ ანა შანიძესთან, რომელიც საკუთარ ჟურნალისტურ ისტორიას გვიამბობს:

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

– ანა, თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა არაერთ წელს ითვლის… საინტერესოა, როდის დაინტერესდით და რამ გადაგაწყვეტინათ, აგერჩიათ ეს პროფესია…?

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

– პროფესიაზე არჩევანი ბავშვობიდან მოდის… მაშინ, როდესაც სკოლიდან სახლში მისული გასართობი გადაცემების ნაცვლად, ახალ ამბებს ვეცნობოდი…

– გვიამბეთ თქვენი პროფესიული ისტორია…

– ისტორია იწყება სტუდენტობიდან. პირველი პრაქტიკული ნაბიჯებიც სწორედ ამ დროს გადავდგი. მაშინ ჩემი მიკროფონი ლოგოს გარეშე იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, უკვე შემდგარი ჟურნალისტების მსგავსად შეუპოვარი ვყოფილიყავი. პირველი გამოცდილება პირველი აქციის გაშუქებისას მივიღე, აღარ მოვყვები, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს…

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას..?

– ახალგზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას, ვკითხავდი – ჟურნალისტიკას სამუშაო განრიგი არ აქვს, მზად ხართ ზოგჯერ ბევრი დათმოთ თქვენი პროფესიის გამო? ემსახუროთ სიცივესა თუ სიცხეში, დღე თუ ღამე…? მზად ხართ, პირადი ემოციები გვერდით გადადოთ, მაყურებლამდე არ მიიტანოთ თქვენი შიშები, გრძნობები, ტკივილები, წყენა, დაღლა?… მზად ხართ, იყოთ ხან ექიმი, ხან ექსპერტი, ხან მაშველი – ყველა პროფესიის წარმომადგენელი მცირე დოზით. ზოგჯერ ნამდვილ ომშიც იყოთ და პატარ-პატარა “ბრძოლები” ყოველდღე გქონდეთ?
თუმცა, თუ აირჩევთ – ერთი ნახვით შეყვარებას დაიჯერებთ. მასზე მრავალფეროვანს ვერაფერს ნახავთ. ზოგჯერ დაღლილს მისი მიტოვებაც მოგინდებათ, მაგრამ ვერ მიატოვებთ. მიგიზიდავთ და მის გარეშე ვეღარ გაძლებთ. მთავარი თვისება ღირსების შენარჩუნებაა და პრინციპები, რომელიც ლოგოსთან ერთად არ უნდა იცვლდებოდეს…

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

ავტორი: თათია გოჩაძე

 

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

READ  არაა აუცილებელი ყველა უნივერსიტეტში იღებდეს განათლებას – პროფესიები აითვისეთ, ხელით შრომა ისწავლეთ, ჩადექით ბაღებში, ბოსტნებში იმუშავეთ: ზურა შევარდნაძე

შენი განათლება. (2024). „ამ პროფესიაში მთავარი ღირსების შენარჩუნებაა” – ჟურნალისტი ანა შანიძე. 21 მარტი, 2024. https://sheniganatleba.ge/ამ-პროფესიაში-მთავარი-ღ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. „ამ პროფესიაში მთავარი ღირსების შენარჩუნებაა” – ჟურნალისტი ანა შანიძე [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 17]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a6/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network