კვირა, იანვარი 26, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებივინ არის კაცი, ვინც რომის პაპს აცმევს - ვატიკანის მოდის „რუხი კარდინალი“...

ვინ არის კაცი, ვინც რომის პაპს აცმევს – ვატიკანის მოდის „რუხი კარდინალი“ ფილიპო სორჩინელი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა სულ უფრო რთულდება, ამიტომ როცა ინტერნეტში Balenciaga-ს თეთრ ქურთუკში გამოწყობილი რომის პაპის ფოტო გამოჩნდა, ბევრმა დაიჯერა, რომ ვატიკანის საჭეთმპყრობელი დემნა გვასალიას მოდის მიმდევარია. სინამდვილეში „ბალენსიაგას“ ქურთუკში გამოწყობილი პაპის ფოტო ყალბია. პაპის ჩაცმაზე მისი პირადი მკერავი და დიზაინერი ფილიპო სორჩინელი ზრუნავს.

ვინ არის ფილიპო სორჩინელი

მაღალი, წვერიანი მამაკაცი, უჩვეულო სვირინგებით და ძალიან ჭკვიანური მზერით დანახვისთანავე ნებისმიერი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს.

ფილიპო სორჩინელი ცნობილი იტალიელი მხატვარი, დიზაინერი, მუსიკოსი, პარფიუმერი და რომის პაპის პირადი მკერავია.

სორჩინელის Oversize-ის სტილის ტანსაცმელი და შიშველი ტორსით ფოტოების გადაღება მოსწონს და დიახ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი ადამიანი კათოლიკური ეკლესიის მეთაურს აცმევს.

ინტერესი ეკლესიის მიმართ

ფილიპო მონდოლფოში 1975 წელს დაიბადა. ბიჭუნას რელიგიის მიმართ ინტერესი ადრეულ ასაკში გაუჩნდა და ეს გასაკვირი არ არის, რადგან დედამისი ღრმად მორწმუნე კათოლიკეა. ქალი მონდოლფოს ერთ-ერთ უდიდეს ეკლესიაში დამლაგებლად მუშაობდა და შვილი ხშირად სამსახურში დაჰყავდა.

სანამ დედა იატაკს წმენდდა, პატარა ფილიპო ტაძრის მშვენიერებით ტკბებოდა. თითოეულ ფრესკას და ხატს აკვირდებოდა და საკუთარ წარმოსახვაში მათ გაცოცხლებას ცდილობდა.

სორჩინელი ამბობს, რომ სამი საათის განმავლობაში, რომელსაც დედა ტაძრის დალაგებას ანდომებდა, მის წინაშე ეკლესიური ხელოვნების მთელი მშვენება იშლებოდა. დიზაინერი იხსენებს, როგორ იპოვა ტაძრის ძველ კარადაში გასაღებების ასხმა, რომელიც ძველისძველი, მტვრიანი კარის გაღებაში დაეხმარა. კარის გაღების შემდეგ ბიჭუნა ხის კიბეზე ავიდა და დიდი ლითონის ურჩხული დაინახა, რომელიც კვარცხლბეკზე იდგა. ეს ორგანი იყო. ბიჭმა მასზე დაკვრა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. მოგვიანებით ინსტრუმენტი თავისით ჩართო და ამღერდა..

პატარა ბავშვის ცნობისმოყვარეობა საბოლოოდ, ცოდნის მიღების დიდ სურვილში გადაიზარდა.

ხელოვნების სკოლის შემდეგ ფილიპომ პესაროს კონსერვატორია დაამთავრა. შემდეგ კი რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკურ ინსტიტუტში ორღანის შესასწავლად გაემგზავრა.

როგორ იქცა მუსიკოსი დიზაინერად?

2021 წელს ფილიპომ კიდევ ერთი მიმართულებით დაიწყო განვითარება. მან კომპანია LAVS (Laboratorio Atelier Vesti Sacre) დააარსა, რაც ლათინურიდან ითარგმნება როგორც “ქება”.

სორჩინელის ატელიემ კათოლიკურ წრეებში პოპულარობა სწრაფად მოიპოვა და ახლა ფილიპო უმაღლესი სასულიერო იერარქების სამოსს კერავს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

23 January, 2025
COVID-19 და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS): ახალი გამოწვევები

COVID-19 და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS): ახალი გამოწვევები

იანვარი 24, 2025
ლარი გაუფასურდა – რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

ლარი გაუფასურდა – რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

24 იანვარი 2025
რას გულისხმობს მონოქრომული დიზაინი და რა უპირატესობა აქვს მას

რას გულისხმობს მონოქრომული დიზაინი და რა უპირატესობა აქვს მას

იანვარი 26, 2025
დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

იანვარი 24, 2025
მოგზაურებისთვის საინტერესო  – საქართველოს ეროვნული პარკები

მოგზაურებისთვის საინტერესო – საქართველოს ეროვნული პარკები

იანვარი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თევზი როგორ მოვამზადოთ სწორად

თევზი როგორ მოვამზადოთ სწორად

იანვარი 26, 2025
ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

იანვარი 26, 2025
მსოფლიო მედიცინა – ქვეყნები, სადაც საუკეთესო მკურნალობის მეთოდებს იყენებენ

მსოფლიო მედიცინა – ქვეყნები, სადაც საუკეთესო მკურნალობის მეთოდებს იყენებენ

25 იანვარი 2025
თბილისში კერძო სახლები ბინებზე მეტად გაძვირდა – 2024 წლის უძრავი ქონების ფასების ინდექსის ცვლილებები

თბილისში კერძო სახლები ბინებზე მეტად გაძვირდა – 2024 წლის უძრავი ქონების ფასების ინდექსის ცვლილებები

იანვარი 26, 2025
Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

იანვარი 26, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ხშირად ნახვადი