შაბათი, სექტემბერი 7, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები"ვის ვეყვარებოდი შენსავით?! ვინ იზრუნებდა და ვინ გამანებივრებდა ასე ძალიან?! სწორედ შენ...

“ვის ვეყვარებოდი შენსავით?! ვინ იზრუნებდა და ვინ გამანებივრებდა ასე ძალიან?! სწორედ შენ ხარ, ვინც 30 წლის შემდეგაც “ჩემი პატარა გოგოს” დამიძახებ” – ბელა ალანიას მილოცვა შალვა ნათელაშვილს და მეუღლისთვის მიძღვნილი ლექსი

პოეტი ბელა ალანია თავის მეუღლეს, პოლიტიკოს შალვა ნათელაშვილს საჯაროდ ულოცავს დაბადების დღეს:

 

“ერთხელ დედამ მითხრა, შენი მეორე ნახევარი სადღაც დადის და უსათუოდ გიპოვისო… მაშინ ვიფიქრე, ნეტავ როგორია, სადაა ამ წუთას, და რომ ვერ მიპოვოს, რა მეშველება-მეთქი.

მართლაც, ვინ გამიძლებდა მე?! ვის ვეყვარებოდი შენსავით?!

ვინ იზრუნებდა და ვინ გამანებივრებდა ასე ძალიან?!და მაშინაც, როცა მიზეზით თუ უმიზეზოდ გავაბრაზებდი, ვინ მეტყოდა იუმორით, რომ “მელას თავისი მახრჩობელა უყვარდა”.

ვინ მომისაკლისებდა, როცა დამაგვიანდებოდა დღის მანძილზე დარეკვა, მოკითხვა…

ვინ მეტყოდა, ქუჩაში ფრთხილად იარე, სულ ცას ნუ უყურებო, ვინ მკითხავდა, ხომ მაცვია თბილად, რადგან დღეს იწვიმებს…

ვის გავუღებდი კარს, შინ მუდამ სავსე გულით დაბრუნებულს.

რა ვიცი, რა და როგორ იქნებოდა…

ერთი ვიცი, რომ უფალს ჰყვარებიხარ, რომ გზა არ აგერია და დროზე მიპოვე და სწორედ შენ ხარ, ვინც 30 წლის შემდეგაც “ჩემი პატარა გოგოს” დამიძახებ…

შენს დღეს გილოცავ, ძვირფასო!…

გაცნობის დღიდან ვაშენეთ სახლი,

სულის ფაქიზი ფთილები ვზიდეთ,

ვმარგლავდით ყანას და ვენახს ვსხლავდით,

მზისფერი ედოთ ჭალებში ზვინებს…

ჩვენ უფლის თვალი დაგვმზერდა მაღლით,

ელავდა ჩვენი სამყაროს კიდე.

ვცხოვრობდით სხვისთვის უხილავ დროში,

ჩვენთვის რომ მუდამ ხილული იყო,

მაშინაც, როცა გვსუსხავდა თოში,

მისხლით ნაზომი გვკმაროდა სითბო,

და ზოგჯერ, როცა ვიყავით შორით,

ერთსულ და ერთხორც ვიყავით თითქოს.

შემოვაქსოვე ჯავშანი ლოცვის,

ავი თვალისგან დასაცავ ფუძეს,

ვიყავი შენი მზისფერი ცოლი,

მედექი კედლად და ურყევ ზღუდედ.

ჩვენ უფლის თვალი დაგვმზერდა მაღლით,

იცავდა ჭერს და ამ ციცქნა ბუდეს.

ჩვენს სამკალს ვმკიდით, ჩვენს სახნავს ვხნავდით,

არც არვის ჯიბრით, არც ვის ჯინაზე,

გაფანტა ქარმა კვამლი და ბოლი,

განვლილი გზები ბინდშიც ბრწყინავენ…

ჩვენ ავაშენეთ ოცნების სახლი,

შიგ სიყვარულიც დავაბინავეთ!..

ბელა ალანია”

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

6 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი