“საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის” პრეზიდენტი ლალი ბადრიძე ემოციურ ამბავს ყვება. ვიდეოს სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი აზიარებს. ეს ისტორია გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, სწორ საზოგადოებაში მოვხვდეთ:
– მამამ ქალიშვილს ძველი მანქანა აჩუქა და უთხრა: “როგორც გინდა, ისე გამოიყენე.” შვილმა შეხედა ძველ მანქანას და მიუხედავად მორიდებისა, თქვა: “იცი, რა მამა, არ მომწონს ეს მანქანა, მოდი, გავყიდი, დავამატებ და ახალ მანქანას ვიყიდი.” მამამ უთხრა: “კი, ბატონო! შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი.” წაიყვანა მანქანა, მაგრამ მამის მაინც მოერიდა. იფიქრა, არ გავყიდი და ლომბარდში ჩავაბარებო… მანქანა ლომბარდში მიიყვანა. სახლში მივიდა და მამას უთხრა: “100 დოლარს მაძლევდნენ ამ მანქანაში, უნდა გავყიდოო.” მამამ უთხრა, გაყიდეო. ბაზრობაზე წაიყვანა, თუმცა შინ დაბრუნებულმა მამას უთხრა, რომ 1000 დოლარს მაძლევენ, მემგონი ესეც ძალიან ცოტააო. მამამ კი სთხოვა:”იქნებ, სხვაგან წაგეყვანა ეს მანქანა. იქნებ, არის მანქანის მოყვარულთა კლუბი და იქ მოგესინჯაო.” მართლაც, გოგონამ დაუჯერა და მანქანა ავტომოყვარულთა კლუბში წაიყვანა. სახლში გაოგნებული დაბრუნდა და თქვა, რომ 100 ათასი დოლარი შემომთავაზესო. მამამ უთხრა: “ხედავ? იქ, სადაც იციან ამ მანქანის ფასი, შემოგთავაზეს ის ღირებულება, რასაც ეს მანქანა იმსახურებს.” ადამიანებიც ასე ვართ. ზოგჯერ გვგონია, რომ სწორ საზოგადოებაში ვართ. მაგრამ, თუ ჩვენ იქ არ გვაფასებენ და ჩვენი ფასი არ იციან, უნდა მოვძებნო ის საზოგადოება, სადაც ჩვენი ფასი იციან. ჩვენი დონის, ჩვენი გაგების, შეხედულებების საზოგადოებაში. ვიტრიალოთ იმ წრეში, სადაც ჩვენი ფასიც იციან და ჩვენც ვიცით მათი ფასი.
მასალის გამოყენების პირობები