სამშაბათი, აპრილი 22, 2025
spot_img
მთავარიUncategorized"ილია 28 წლისაა, მაგრამ ჩემთვის მაინც პატარა პიპოა... პირად კონტროლზე მყავს და...

“ილია 28 წლისაა, მაგრამ ჩემთვის მაინც პატარა პიპოა… პირად კონტროლზე მყავს და რჩევებს მუდმივად ვაძლევ; არ მინდა შეიცვალოს” – დედა ილია თოფურიაზე

ჩემპიონებს ძლიერი დედები ჰყავთ. “პრაქტიკამ” აჩვენა. UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის – ილია თოფურიას უკანაც ომგამოვლილი დედა დგას. აფხაზეთის ომში დაღუპული ქმარი და ძმა დაკრძალა და მშობლიური მიწის დატოვება იძულებით რომ მოუხდა, ჭუბერის უღელტეხილს, ორი შვილით, პოლიეთილენის პარკებშემოხვეული შეუდგა…

დედა და ილია” – ასე ჰქვია გიორგი კეკელიძის წიგნს, სადაც სპორტსმენის დედის ბიოგრაფიაა მოთხრობილი. წიგნი 13 ოქტომბრიდან  გაიყიდება.

ინგა ბენდელიანი-თოფურია კი “პრაიმტაიმთან” ჩემპიონ ვაჟს ახასიათებს და შვილებთან თავის ურთიერთობაზე ჰყვება.

ინგა ბენდელიანი-თოფურია: ჩვენ 18 წელია ალიკანტეში ვცხოვრობთ. ალიკანტე პატარა სოხუმია. ზღვისპირა ლამაზი ქალაქია. ილია, ჩემპიონობის შემდეგ, მადრიდში გადავიდა. რეალ მადრიდის სპორტსმენების რაიონში ცხოვრობს. დაცვის კუთხით, იქ უფრო მშვიდადაა.

ილია რომ დაიბადა, 26 წლის ვიყავი. დავახასიათო? პირველი, რაც ამ დროს უნდა ვთქვა ილიაზე არის მისი სენტიმენტალობა. გერმანიიდან რომ დავბრუნდით, ჩემი მშობლები იქ დარჩნენ. პირველი ახალი წელი იყო ბებია-ბაბუის გარეშე. ახალი წლის დადგომისას, 12 საათზე, ტრადიცია გვაქვს – “მრავალჟამიერს” ვრთავთ და ვუსმენთ. და ილიამ ეს რომ გაიგონა და ბებია-ბაბუა გვერდით არ ჰყავდა, იჯდა და ტიროდა… ნახეთ სრულად

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  გიორგი ფხაკაძე: „ახლა მართლა კარგი ამბავი. დიდი ხანია, ასეთი პოზიტიური ამბები...“
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი