ისტორიაში პირველად, ქართველი ქალი მოჭიდავე მირანდა კაპანაძე ევროპის ჩემპიონი გახდა თავისუფალ ჭიდაობაში, – ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
„არის ისტორიული ოქროს მედალი!
მირანდა კაპანაძემ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!
აქამდე, საქართველოს ქალთა ეროვნულ და არც ერთ ასაკობრივ ნაკრებს, ქალთა ჭიდაობაში, ამ რანგის შეჯიბრებაზე ჩემპიონი არ ჰყოლია!
მირანდა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალის გზაზე ჩეხი ლანა პეზიჩი (8:0), ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი დოლჟონ ცინგუევა (8:6) და აზერბაიჯანელი ფიდან ბაბაევა (8:0) დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი თურქ ოზლემ გურსოის (6:3) სძლია”, – წერს ჭიდაობის ფედერაცია
მასალის გამოყენების პირობები