საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს წარადგენს

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოსა და ლუქსემბურგის უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებამდე, 20:45 საათზე საჩემპიონო ქამარს „დინამო არენაზე“ შეკრებილი მაყურებლების წინაშე წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა  ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

„21 მარტს, საქართველო – ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს. ღონისძიება 20:45 საათზე დაიწყება. ილია თოფურია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით ეწვევა. ერთად შევხვდეთ ჩემპიონს!“ – ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 26 თებერვალს ქართველმა მებრძოლმა მადრიდის „რეალის“ არენაზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფეხბურთისა და შერეული ორთაბრძოლების უამრავი გულშემატკივრის წინაშეც წარადგინა UFC-ის ქამარი.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

📍 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

© OpenStreetMap contributors · PHIG

READ  როგორ მოვემზადოთ აკადემიურ ინტერვიუსთვის განათლების სფეროში
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის