37 მილიონამდე ლარი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასახმარებლად – რას ავალებს პრემიერის განკარგულება განათლების სამინისტროს

37 მილიონამდე ლარი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასახმარებლად – რას ავალებს პრემიერის განკარგულება განათლების სამინისტროს | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 37 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ გავრცელებულ მითებსა და ფაქტებს ვაანალიზებთ. განათლების ხარისხის ამაღლება მოითხოვს ყველა სექტორის ჩართულობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით გამოიცა განკარგულება საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ზოგიერთი ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ და დახმარებისთვის განსაზღვრულმა თანხამ 2024 წლისთვის 35 მილიონი ლარი შეადგინა, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრობის ბიუჯეტიდან უნდა გაიცეს.

“დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს “საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით პროგრამის – “ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება” ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 35 000 000 ლარი მიმართოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული დაწესებულებების ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით”, – ვკითხულობთ ირაკლი კობახიძის განკარგულებაში.

დასაფინანსებელი დაწესებულებების ჩამონათვალის თანახმად, ყველაზე დიდი თანხა – 485 000 ლარი განსაზღვრულია ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიისთვის.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი განკარგულებით, განისაზღვრა განათლების სამინისტროს მიერ გასაცემი ფინანსური დახმარების ოდენობები (ჯამში 2 მილიონამდე ლარი) სასულიერო აკადემიის, გელათის მეცნიერებათა აკადემიის, ქართული უნივერსიტეტისა და კიდევ რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის:

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

კერძოდ, განათლების სამინისტრო 2024-2031 წლებში ა(ა)იპ – გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტისთვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით, ყოველწლიურად გამოყოფს 500 000 ლარს.

ა(ა)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია – 100 000 ლარი;

სსიპ – გელათის მეცნიერებათა აკადემია – 199,980 ლარი;

ა(ა)იპ – ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია – 350 000 ლარი;

ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი – 800 000.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). 37 მილიონამდე ლარი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასახმარებლად – რას ავალებს პრემიერის განკარგულება განათლების სამინისტროს. 21 მარტი, 2024. https://sheniganatleba.ge/37-მილიონამდე-ლარი-საპატრი/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. 37 მილიონამდე ლარი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასახმარებლად – რას ავალებს პრემიერის განკარგულება განათლების სამინისტროს [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 17]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/37-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98/
sheniganatleba.ge
READ  რიცხვი დღისა: 0 პროგრამა საქართველოში სრულიად უფასოა
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network