პარასკევი, ივლისი 11, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიიცით, რატომ წერენ ებრაელები და არაბები მარჯვნიდან მარცხნივ, დანარჩენი მსოფლიო კი -...

იცით, რატომ წერენ ებრაელები და არაბები მარჯვნიდან მარცხნივ, დანარჩენი მსოფლიო კი – პირიქით

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ იმის შესახებ, რატომ განსხვავდება არაბული და ებრაული დამწერლობა ჩვენგან ასე რადიკალურად? თურმე მიზეზი თქვენ წარმოიდგინეთ და საკმაოდ მარტივია. საქმე იმაში გახლავთ, რომ ებრაული და არაბული დამწერლობა ძველი ბაბილონური ლურსმული დამწერლობის საფუძველზე წარმოიშვა, ხოლო დამწერლობის დასავლური ტრადიცია კი – ძველი ეგვიპტური პაპირუსის დამწერლობისგან.

დღევანდელ სტატიაში დეტალურად აგიხსნით მათ შორის არსებულ გასნხვავებებს და ასევე იმასაც თუ რატომ მოახდინა მან ასეთი დიდი გავლენა დამწერლობაზე. ჩართეთ წარმოსახვა და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინაშე პაპირუსია, ხელში კი თხელი დანა, სტილუსი გიპყრიათ. იეროგლიფებს მარჯვენა ხელით გამოსახავთ, ნაწერი რჩება მარცხნივ და ტექსტსაც ხედავთ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თქვენთვის მოსახერხებელია მარცხნიდან მარჯვნივ წერა.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინაშეა ქვა, ჩაქუჩი და საჭრისი – ჩაქუჩი მარჯვენა ხელში გაქვთ, საჭრისი კი მარცხენაში. ახლა კი, როცა ლურსმული ფორმის იეროგლიფებს კვეთთ, მარცხენა მხარეს დაწერილი ყველაფერი მარცხენა ხელით იმალება, შესაბამისად, გაცილებით მოსახერხებელია სიტყვების მარჯვენა მხარეს განთავსება, რათა დაწერილი ტექსტი თვალსაჩინო იყოს.

ბუმბულისა თუ კალმის გაჩენას დამწერლობა არ შეუცვლია, ვინაიდან ამდენი ხნის განმავლობაში დამწერლობის წესები უკვე ჩამოყალიბებული იყო, ასე გადაწყდა რომ ყველაფერი უწინდებურად დარჩენილიყო.

 

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორ ამოუხოცა სტალინმა მეგობარს მთელი ოჯახი – ,,ბუდუ მდივანს დახვრეტამდე ცოლისა და შვილების წამებასა და სიკვდილს აყურებინეს”
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი