ყავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებული პროდუქტია. დღესდღეობით ყავის უამრავი სახეობა არსებობს მათი გემოს, არომატისა თუ მომზადების წესის მიხედვით. თუმცა, ყავა, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ ძალიან უცნაური წესით მზადდება.
“შავი ეშვი“– ყველაზე ძვირადღირებული ყავაა მსოფლიოში. 1 კილოგრამი ყავის ფასი დაახლოებით 2 000 აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.
მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მზადდება იმ ყავის ხის ნაყოფისგან, რომელსაც მიირთმევენ სპილოები.
ყავის მარცვლები 10-15 საათს ატარებენ სპილოების საჭმლის მომნელებელ სისტემაში.
სპილოს კუჭ-ნაწლავი ყავის მარცვლებში მჟავიანობას ამცირებს, ცილებს შლის და ყავას განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს. ყავის არომატს კი ის პროდუქტები განაპირობებს, რომლეთან ერთადაც სპილოები ყავის მარცვლებს მიირთმევენ.
ასეთი ყავის დაგემოვნება შეიძლება მალდივის კუნძულებსა და ტაილანდში, სადაც ფინჯანი ყავა 80$ ღირს.
ყავის ფასი ასეთი ძვირი კი იმიტომაა, რომ სპილოების შენახვა ძვირი ჯდება, ისინი იკვებებიან არაბიკის ჯიშის ყავით, რომელიც 1500 მ სიმაღლეზე იზრდება ზღვის დონიდან. თანაც ერთი კილოგრამი მზა ყავის მისაღებად სპილომ უნდა შეჭამოს 32 კილოგრამი მარცვალი.
მასალის გამოყენების პირობები