“ლაიქების სენი”ანუ როგორ გვპარავს ცხოვრებას სოციალური მედია – მინდია გაბიჩვაძე

“ლაიქების სენი”ანუ როგორ გვპარავს ცხოვრებას სოციალური მედია – მინდია გაბიჩვაძე | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

“იცხოვრე იმისთვის, რომ იგრძნო და არა იმისთვის, რომ შენი ბედნიერი მომენტები, სხვებმა შეგიფასონ” – მინდია გაბიჩვაძე

ამერიკაში მოღვაწე კლინიკური ფსიქოლოგი მინდია გაბიჩვაძე ამჯერად ჩვენს ყურადღებას ამახვილებს სენზე, რომლითაც სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელი ვართ დაავადებული. ფსიქოლოგი მიჩნევს და ასეც არის, სოცქსელები, თავისი ფუნქციებითა და წესებით, ცხოვრებას გვართმევს. ვართ მასზე დამოკიდებული, მიბმული და მის გარეშე საათის გაძლებაც გვიჭირს.

მინდია გაბიჩვაძე: გქონია მომენტი, რომ ტელეფონს დახედავ, არა იმიტომ, რომ ვინმემ დაგირეკა ან რაიმე მნიშვნელოვანი მოხდა, არამედ მხოლოდ ერთი რამის გასაგებად, ნეტა, რამდენმა ადამიანმა შემამჩნია? კიდევ ერთი ლაიქი, კიდევ ერთი ნახვა, კიდევ ერთი შეტყობინება… ამ დროს წამის მესამედით რაღაც გულზე გეშვება და თითქოს ემოციურადაც ამოისუნთქავ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ნეირომეცნიერება ამას დოპამინის მოზღვავებას უწოდებს. მაგრამ გახსოვდეს, ეს მუხტი ისევე სწრაფად ქრება, როგორც ჩნდება. და ერთგვარ სიცარიელეს ტოვებს. ამიტომ ტელეფონს ისევ ამოწმებ, მერე კიდევ და კიდევ… შენ, ფაქტობრივად, ცვალებადი ჯილდოს ციკლში ებმევი. ეს ზუსტად ის ფსიქოლოგიური მექანიზმია, რომელიც ადამიანებს სათამაშო ავტომატების წინ საათობით აჩერებს.

არსებული კვლევა მკაფიოდ ადასტურებს, როცა სოციალური მედიის მოხმარება, კომუნიკაციიდან – აკვიატებულ შემოწმებაში გადადის. ის პირდაპირ კავშირშია დეპრესიის, შფოთვის და სტრესის მაღალ მაჩვენებელთან. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან საბოლოო ჯამში, ტელეფონი წყვეტს ინსტრუმენტად ყოფნას და ჩუმად იქცევა სარკედ. სარკე, რომელიც გვეკითხება, ვარ დღეს საკმარისი? ვახსოვარ დღეს ვინმეს? და თუ არ ვახსოვარ, რას აქვს აზრი მაშინ?… სრულად

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  12 სიმართლე, რომელიც უნდა ვუთხრათ ჩვენს ქალიშვილებს, სანამ ისინი გაიზრდებიან

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). “ლაიქების სენი”ანუ როგორ გვპარავს ცხოვრებას სოციალური მედია – მინდია გაბიჩვაძე. 23 მაისი, 2026. https://sheniganatleba.ge/ლაიქების-სენიანუ-როგორ-გ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. “ლაიქების სენი”ანუ როგორ გვპარავს ცხოვრებას სოციალური მედია – მინდია გაბიჩვაძე [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%92/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network