იცოდით, რატომ აფარებდნენ საბჭოთა დიასახლისები ტელევიზორს ნაქსოვ ხელსახოცს? – ახლა კი იმავეს ჩინელი ქალბატონებიც აკეთებენ

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საბჭოთა კავშირის პერიოდში ბევრი ისეთი ტრადიცია და ჩვეულება არსებობდა, რომლის გადმონაშთიც დღესაც გვხვდება. ერთ-ერთი ასეთი ჩვევა ტელევიზორზე ნაქსოვი ხელსახოცის დაფარება გახლდათ. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს დეკორის უბრალო ელემენტი იყო, თუმცა რეალურად იმდროინდელ სოციალურ და კულტურულ ფაქტორებთან იყო დაკავშირებული.

თითქოს ეს ტრადიცია წარსულს ჩაბარდა თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩინეთში ქალბატონები დღესდღეობითაც ზუსტად ასე იქცევიან. ხელსახოცი ავეჯსა და სხვა ნივთებზე ინტერიერის დიზაინში აქტიურად შემოვიდა და სივრცეს სითბოსა და სიმყუდროვეს სძენს.

ჩინეთში სხვადასხვა ქსოვილისგან დამზადებულ სხვადასხვა ზომისა და ფერის ტელევიზორზე დასაფარებელს შეხვდებით. ქსოვილი ძირითადად ძალიან ნაზია და მაქმანებით გაწყობილი, რაც ამ აქსესუარს განსაკუთრებულ ელეგანტურობას ანიჭებს.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

საინტერესოა, მაინც საიდან მოდის ეს ტრადიცია?
იმ დროს, ყოფილ საბჭოა კავშირში, ტელევიზორ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო გახლდათ. გარდა ამისა, გასართობიც მაშინდელ ხალხს სხვა არაფერი ჰქონდა, ერთი სიტყვით, ეს ნივთი ოჯახში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა და მოვლითაც განსაკუთრებულად უვლიდნენ. მზის პირდაპირი სხივები რომ არ მოხვედროდა მის ეკრანს და არ დაეზიანებინა, დიასახლისებმა მისი დაცვა ლამაზი, ნაქსოვი დეკორატიული ხელსახოცებით გადაწყვიტეს. გარდა დაცვის ფუნქციისა, ეს ხელსახოცი გარემოსაც ალამაზებდა და სახლს დამატებთ სიმყუდროვეს სძენდა. ეს ელემენტი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა ქალბატონს, ვისაც პრეტენზია ჰქონდა კარგ დიასახლისობაზე, უბრალოდ ვალდებული იყო ჰქონოდა მსგავსი ნივთი სახლში. ხელსახოცები, როგორც წესი, ხელით იქსოვებოდა და ამას დიასახლისები თავად აკეთებდნენ. წყარო

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. იცოდით, რატომ აფარებდნენ საბჭოთა დიასახლისები ტელევიზორს ნაქსოვ ხელსახოცს? – ახლა კი იმავეს ჩინელი ქალბატონებიც აკეთებენ [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%93%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9c/
sheniganatleba.ge
READ  რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა ქალაქგარეთ და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network