„მონაზვნის ისტორია ყველას მოგვეკითხება, ეს მოკითხვა ძალიან ძვირი დაგვიჯდება!“ – პეტრე კოლხი

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარ შემთხვევებს ეხმაურება.

„ეს ის ქვეყანაა, სადაც პატარებს აწამებენ, ნიჭიერებს კლავენ, ადამიანებს ქრისტიანობის სახელით ფიზიკურად უსწორდებიან… 70 წლის მონაზვნებს აუპატიურებენ და მერე ქუჩაში, ასე უსინდისოდ, ასე უნამუსოდ რიგში ჩამწკრივებულები ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ…

თან ისტერიკულად იმეორებენ, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვერდი ქვეყანაა…

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დამპყრობლები, პირველი ეკლესია-მონასტრებს ერჩოდნენ… მარტო კედლების განადგურებით არ კმაყოფილდებოდნენ, რადგან მათთვის მთავარი სამონასტრო დასის ნამუსის ახდა იყო… მონაზვნები ხშირად უკიდურეს ზომებს მომართავდნენ, რომ ჯალათების ხელში ცოცხლად არ ჩავარდნილიყვნენ…

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

სიყალბემ, ამპარტავნებამ, ამ საზიზღარმა მესიანისტურმა აზრებმა მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ…

მას არ შეიძლება ეწოდოს ქრისტიანი, მართლმადიდებელი, ადამიანი, ვინც გიორგობის მეორე დღეს მონასტრის კარებს მიადგება და 70 წლის ქალს ასე წამებით სიკვდილამდე მიიყვანს…

კიდევ რაღა უნდა მოხდეს, რომ ვაღიაროთ, ჩვენი ,,წილხვედრი”

ქვეყანა დიდი ხანია ასცდა ქრისტეს გზას და ბარაბა აირჩია…

მონაზვნის ისტორია კი ყველას მოგვეკითხება, ეს მოკითხვა ძალიან ძვირი დაგვიჯდება!..“, – წერს პეტრე კოლხი.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

#drpkhakadze  #sheniganatleba

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. „მონაზვნის ისტორია ყველას მოგვეკითხება, ეს მოკითხვა ძალიან ძვირი დაგვიჯდება!“ – პეტრე კოლხი [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90/
sheniganatleba.ge
READ  16 დღეში მოგებული იომ ქიფურის ომი და საკუთარ მარცხად გამოცხადებული გამარჯვება - გოლდა მეირის გზა სიღარიბიდან ძალაუფლებამდე
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network