სამშაბათი, დეკემბერი 3, 2024
spot_img
მთავარიგანათლებამსოფლიოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის ახალი ვარიანტი ცირკულირებს. რას ნიშნავს ეს და გველის...

მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის ახალი ვარიანტი ცირკულირებს. რას ნიშნავს ეს და გველის თუ არა ახალი პანდემია?

2024 წლის 14 აგვისტოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გავრცელება „საერთაშორისო შეშფოთების გამომწვევ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად“ გამოაცხადა. ვირუსის ვარიანტი, რომელიც უფრო საშიშად ითვლება, აფრიკის ქვეყნებში ვრცელდება და მან გადაცემის ახალი გზები იპოვა. კერძოდ, მაიმუნის ყვავილი სექსუალური გზითაც გადამდებია. აგვისტოს შუა რიცხვებში ის  შვედეთშიც აღმოაჩინეს. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის შესახებ და დგას თუ არა მსოფლიო ახალი პანდემიის საფრთხის წინაშე.

 

ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ყველაზე რთული მდგომარეობა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია

 

2022 წელს მაიმუნის ყვავილმა მთელ მსოფლიოში გავრცელება დაიწყო. არსებობს სხვადასხვა თეორია იმის შესახებ, თუ რატომ გააქტიურდა ახლა ვირუსი, რომელიც 1950-იანი წლებიდან არის ცნობილი. შესაძლოა, საქმე ისაა, რომ 1970-1980-იანი წლებიდან ადამიანებს ყვავილის აცრა აღარ უტარდებათ და ეს ვაქცინა, ნაწილობრივ, მაიმუნის ყვავილისგანაც იცავდა. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია აფრიკის ქვეყნებში დიდი ხნის განმავლობაში „იკრებდა ძალებს“, მას სათანადოდ არ ებრძოდნენ.

საერთო ჯამში,  ცნობილია მაიმუნის ვირუსის ორი სახეობა: პირველი და მეორე ჯგუფი. სწორედ ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ვირუსი, რომელიც 2022 წელს, მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ის, პირველთან შედარებით, ნაკლებად საშიშად ითვლება. თუმცა იმავე წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მას შემდეგ, ვირუსი 116 ქვეყანაში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო, განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ კაცები, რომელთაც სექსულური ურთიერთობა თავისივე სქესის წარმომადგენლებთან ჰქონდათ. ასეთ შემთხვევაში, მეორე ჯგუფის მაიმუნის ყვავილი საკმაოდ აქტიურად იყო გადამდები. რაც შეეხება პირველი ჯგუფის ვირუსს, იმ დროს ის თითქმის არ ახსოვდათ, რადგან აღნიშნული შტამი კონკრეტული  ქვეყნების ფარგლებს არ გასცდენია და დაზარალდნენ ძირითადად ბავშვები, რომელთაც  დაავადებულ მღრღნელებთან ხშირი კონტაქტი ჰქონდათ.

თუმცა 2023 წლის აპრილში, ლაბორატორიულმა კვლევებმა პირველად დაადასტურა, რომ პირველი ჯგუფის ვირუსი შეიცვალა – ის სქესობრივი გზითაც გადამდები გახდა. იმავე წლის სექტემბერში, ჯანდაცვის მუშაკებმა, რომლებიც ეხმარებოდნენ მაიმუნის ყვავილით დაავადებულებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, შენიშნეს, რომ პირველი ჯგუფის ვირუსი აქტიურად იწყებდა გავრცელებას ადამიანიდან ადამიანზე არა მხოლოდ სექსის, არამედ ყოველდღიური კონტაქტის მეშვეობითაც. უფრო მეტიც, რისკ – ჯგუფში ახლა შედიოდნენ არამხოლოდ ჰომოსექსუალი კაცები (როგორც ეს მეორე ჯგუფის შემთხვევაში იყო). ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა დაავადების საფრთხე ყველასთვის თანაბარი იყო. სიტუაციის შეფასებისა და გენეტიკური კვლევის შემდეგ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ I ჯგუფი უნდა დაიყოს ორ ქვეჯგუფად – Ia (უკვე ცნობილი მახასიათებლებით) და Ib, რომელმაც ახალი თვისებები შეიძინა.

რამდენად საშიშია მაიმუნის ყვავილის Ib შტამი, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ მაიმუნის ყვავილი, რომელსაც ის იწვევს, ყველაზე მძიმედ გადააქვთ ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებს, განსაკუთრებით კი – ჩვილებს (დაავადებულთა 9%-ის შემთხვევა ლეტალურად სრულდება). ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია არასრულფასოვან კვებასთან, რაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არც თუ იშვიათი მოვლენაა.  ზრდასრულების შემთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,4%-ს შეადგენს.

 

შესაძლებელია თუ არა, მაიმუნის ყვავილზე აცრა?

 

2024 წლის მონაცემებით, მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა რეგისტრირებული და დამტკიცებულია სხვადასხვა ქვეყანაში. ახლა ოფიციალური პირები მსჯელობენ, რა რაოდენობის დოზა შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე, როგორ გადანაწილდეს ეს მარაგი და ვინ გადაიხდის მის საფასურს. ამავდროულად, როგორც ორგანიზაციაში – „ექიმები საზღვრებს გარეშე“ აცხადებენ,  მაიმუნის ყვავილით ყველაზე მეტად დაზარალებულ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შესაბამისი ვაქცინები არ არსებობს.

 

არსებობს თუ არა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი?

 

მას შემდეგ, რაც ჯანმო-მ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, გამოჩნდა მაიმუნის ყვავილის სამკურნალო პრეპატების კვლევის შედეგებიც (თუმცა, ჯერჯერობით, მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ პრესრელიზის სახით და არა – სამეცნიერო სტატიის ფორმით). ეს არის ტეკოვირიმატი, რომელიც ყვავილთან (ეს ინფექციური დაავადება, ოფიციალურად, კაცობრიობამ 1980 წელს დაამარცხა) საბრძოლველად შეიქმნა. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნული პრეპარატი  იმოქმედებდა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგაც, რომელიც ყვავილის პირვანდელ ფორმასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ზემოთ ხსენებულ პრეპარატს იყენებდნენ იმ ადამიანებში, რომლებიც მაიმუნის ყვავილით მძიმედ დაავადდნენ ან გართულებების რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ.

თუმცა იმავე კვლევით დადგინდა, რომ ტეკოვირიმატი ეფექტურია მაიმუნის ყვავილის შემთხვევაში, რომელიც პირველი ჯგუფის ვირუსით არის გამოწვეული. ამჟამად მიმდინარეობს სხვა კლინიკური კვლევები აღნიშნული პრეპარატის შესასწავლად და სულ მცირე, ამ პროექტის მონაწილეები აღნიშნულ მედიკამენტს უახლოეს მომავალში მიიღებენ. არ არის გამორიცხული, რომ კვლევებმა განსხვავებული შედეგებიც აჩვენოს.

 

მაიმუნის ყვავილის თავიდან ასაცილებლად, მარტივი და ლოგიკური წესების დაცვაც საკმარისია

 

თქვენ შეიძლება დაავადდეთ, როდესაც ეხებით დაზიანებულ კანს ან საგანს, რომლებზეც ვირუსი რჩება. გარდა ამისა, ვირუსი შეიძლება გადაეცეს ბავშვს დედისგან, ფეხმძიმობის პერიოდში. მაიმუნის ყვავილი გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტის დროს. როგორც წესი,  ინფექცია ვლინდება კონტაქტიდან ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა პირველი სიმპტომები შეიძლება სამი კვირის შემდეგაც გამოჩნდეს. თავდაპირველად, შესაძლოა, გაჩნდეს გამონაყარი (მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის) – ბრტყელი წყლულები, რომლებიც შემდეგ ბუშტუკებად იქცევა. მას შეიძლება ახლდეს ქავილი და ტკივილი. თუ თქვენ უვლით ავადმყოფს, რომელსაც კანზე უნდა შეეხოთ, უმჯობესია, ერთჯერადი ხელთათმანები გაიკეთოთ და შემდეგ ხელები დაიბანოთ. პაციენტმაც და მისმა ახლობელმაც უნდა ატაროს ნიღაბი.

დაავადებული უნდა დარჩეს სახლში და ექიმთან ვიზიტის გარდა, არსად გავიდეს. სამედიცინო ორგანიზაციამდე მისასვლელად არ უნდა გამოიყენოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კარგი იქნება, თუ პაციენტს სახლში გამოუყოფენ ოთახს, სადაც მას არ ექნება კონტაქტი არც ადამიანებთან და არც ცხოველებთან (ჯერ არ არის ცნობილი, შეიძლება თუ არა კატები და ძაღლები დაავადდნენ, მაგრამ ამის ალბათობა მაინც არსებობს). ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ შემთხვევას, თუ ადამიანს ახველებს ან სურდო აქვს, ან სხეულზე გამონაყარი აღენიშნება.

სიფრთხილის ამ ზომების დაცვა საჭიროა ორიდან ოთხ კვირამდე. თუმცა, საბოლოო რეკომენდაცია მაინც სამედიცინო პერსონალმა უნდა გასცეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ არ გინდათ დაავადდეთ, ხელები ხშირად დაიბანეთ და მიიღეთ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები, თუ მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულ ადამიანთან გაქვთ შეხება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
12 რამ რაც უნდა იცოდეთ შრილანკაში მოგზაურობამდე

12 რამ რაც უნდა იცოდეთ შრილანკაში მოგზაურობამდე

3 December, 2024
ბრუცელოზი საქართველოში გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს გადაეცემა ცხოველიდან

ბრუცელოზი საქართველოში გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს გადაეცემა ცხოველიდან

დეკემბერი 3, 2024
ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას

ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას

3 დეკემბერი 2024
ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

დეკემბერი 3, 2024
საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

დეკემბერი 3, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

დეკემბერი 2, 2024
ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

დეკემბერი 3, 2024
როგორ აღინიშნება ახალი წელი საბერძნეთში

როგორ აღინიშნება ახალი წელი საბერძნეთში

3 დეკემბერი 2024
სამგორი – ისტორია და განვითარება

სამგორი – ისტორია და განვითარება

დეკემბერი 3, 2024
საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

დეკემბერი 3, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი