ცაში არეკლილი წლები – ნანი გორდეზიანის ლექსებიდან

ცაში არეკლილი წლები – ნანი გორდეზიანის ლექსებიდან | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

ნანი გორდეზიანის ლექსებიდან:

ცაში არეკლილი წლები…

💝🌺🌺🌺🌺🌺🌺🌺🌺🌺🌺

სიცოცხლეში თურმე გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის,
როგორც ერთხელ მოდის ქვეყნად
სიყმაწვილის წლები…

ეს წლებია, რომ გაგაფრენს
ოცნებების ცაში,
შეგაცურებს ჯადოსნური
მირაჟების ზღვაში…

დიახ, მხოლოდ ერთხელ მოდის
ახალგაზრდა წლები,
როცა ფიქრობ, ვარდითაა
მოფენილი გზები…

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

რომ გგონია, ზეცა ბრწყინავს
მხოლოდ შენთვის ქვეყნად,
ყველა სალოცავის ზარიც
მხოლოდ შენთვის რეკავს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

გეჩვენება, შენ გეკუთვნის
გამვლელების მზერა,
შენთვის მოგონილა ტრფობის
ბარათების წერა.

ცის გუმბათზე სიყვარულის
ვარსკვლავების ცვენა,
სიყმაწვილის წლებს აწვიმს და
მერე სადღაც ქრება…

ეს წლებია, რომ მოგართმევს
სათვალეს იმედის,
რომლის მიღმაც სამოთხეა
ოქროსფერი ზღვების…

დრო კი მიდის დაუნდობლად
და მიქრიან წლები,
იმედების სათვალეს კი
უხუნდება ფერი…

აღარსად ჩანს ბილიკები,
სავსე ია-ვარდით,
ფერებს ბინდი შეჰპარვია,
გულს კი – სევდა, დარდი.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

გგონიათ, არ მეორდება
სიყმაწვილის ხანა?
როგორ არა, მეორდება,
სიზმრად არა – ცხადად!

ზმანებაში ისევ ირგებ
სათვალეს იმედის,
რომლის მიღმა მოჩანს შორი
ია-ვარდის გზები.

გული ისევ ანათებს და
ფეიერვერკს ხედავ,
ლურჯი ოცნებების ზღვაში
შეცურვასაც ბედავ…

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge

ზღვაში ტკბები მოჟღურტულე
სირინოზის ხმებით,
ხედავ, ცაში არეკლილა
საოცნებო წლები…

სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2024). ცაში არეკლილი წლები – ნანი გორდეზიანის ლექსებიდან. 25 ივლისი, 2024. https://sheniganatleba.ge/ნანი-გორდეზიანის-ლექსი/

© 2024 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). ცაში არეკლილი წლები – ნანი გორდეზიანის ლექსებიდან. 25 ივლისი, 2024. https://sheniganatleba.ge/ნანი-გორდეზიანის-ლექსი/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. ცაში არეკლილი წლები – ნანი გორდეზიანის ლექსებიდან [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%94%e1%83%96%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98/
sheniganatleba.ge
READ  როგორ დაანგარიშდება მასწავლებლის ხელფასი - განათლების მინისტრის ბრძანება
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network