ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე ოსკარ შმერლინგის ღია ბარათების სერია „წარმავალი ტფილისი“ გამოქვეყნდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.

შარჟისა და კარიკატურის ჟანრში 1928 წელს დაბეჭდილი ღია ბარათებით გადმოცემულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისის სოციალური ყოფის ცალკეული ეპიზოდები. შმერლინგის იუმორისტულმა შემოქმედებამ ასახა თბილისელთა ტიპაჟები, მათი საქმიანობა, გართობა, დასვენება და ვაჭრობა.

გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი ოსკარ შმერლინგი XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. იგი ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს. გამორჩეულია მისი ღვაწლი ქართული შარჟისა და კარიკატურის, ასევე ილუსტრაციის განვითარებაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ღია ბარათების კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

📍 თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%a8%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%95/
sheniganatleba.ge
READ  ვის არ შეუძლია აშშ-ს მწვანე ბარათის შევსება
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network