ფსიქიატრი, ნარკოლოგი, თსსუ პროფესორი ხათუნა თოდაძე გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუბრობს, რატომ იწვევს ახალი ფსიქოაქტიური სინთეზური ნარკოტიკი ლეტალურ შედეგს:
– სინთეზური ნარკოტიკული საშუალებები ადრეც არსებობდა, მაგრამ დღესდღეობით, როგორც წესი, მათში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჯგუფი ერთიანდება. თუმცა, ზოგიერთი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, როგორც ჩვენი კოლეგები ამბობენ ხოლმე, კარგად დავიწყებული ძველია – ის, რაც წლების წინ იყო სინთეზირებული, მაგრამ მისი გამოყენება სამედიცინო მიზნით არ განხორციელებულა, ვინაიდან ბევრ საფრთხეს მოიცავდა. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, სინთეზური ნარკოტიკების მთელი პრობლემა გახლავთ ის, რომ მათი ფორმულის მცირედი მოდიფიკაციის შედეგად, უკვე ახალი ნივთიერება მიიღება, რომელიც არც მომხმარებლისთვისაა ცნობილი და არც სპეციალისტებისთვის, რის გამოც ეს ეფექტი შესაძლოა, ძალიან სახიფათო გახდეს როგორც მომხმარებლისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალი შესაძლოა, უძლური გახდეს.
მასალის გამოყენების პირობები