რისთვის არის კარგი მარსიანჩიკი ინულინით და არის თუ არა რეკომენდირებული – დეტალები

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ინულინი – პრებიოტიკების საკვანძო თვისება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროორგანიზმების, განსაკუთრებით ლაქტობაცილების და ბიფიდობაქტერიების სელექციური გაზრდის უნარია.

ბიფიდობაქტერიები პათოგენური ბაქტერიების ანტაგონისტებია და უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

პრებიოტიკებს გააჩნია გამოხატული ანტიალერგიული მოქმედებაც. ლაქტო- და ბიფიდო ბაქტერიების ნაკლებობა ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის განვითარებას, ხოლო პრებიოტიკების მიღება ხელს უშლის ამ პროცესს.

ინულინი ეფექტურად ხსნის შეკრულობას. მონაწილეობს მინერალების მეტაბოლიზმში. ზრდის Ca-ის და Mg-ის შეწოვას. ასევე, მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის სწორი ფორმირების პროცესში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

პოლივიტამინები და მინერალები – პოლივიტამინური კომპლექსი იდეალურადაა დაბალანსებული ბავშვის ოპტიმური ზრდა-განვითარებისთვის. ორი აუცილებელი ელემენტის – თუთიის და სელენის შემცველობა ინულინთან კომბინაციაში უზრუნველჰყოფს მდგრადი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, ხოლო ვიტამინ C და E-თან კომბინაცია – ოქსიდაციური სტრესისგან დაცვას. რკინა და იოდი გონებრივი განვითარების აუცილებელი კომპონენტებია, ხოლო ვიტამინი D – ძვლის ჩამოყალიბებისთვის. B ჯგუფის ვიტამინები ფოლიუმის მჟავასთან ერთად მონაწილეობს მრავალი უჯრედის გაყოფის და ქსოვილების ფორმირების პროცესში, ხოლო ვიტამინი A შეუცვლელია მხედველობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებისთვის.

ჩვენებები
3 წლიდან ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნორმალიზება; დისბაქტერიოზი; შეკრულობა; ჰიპო და ავიტამინოზები; მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში და მოზარდებში; სწორი ზრდა-განვითარებისათვის; იმუნური სისტემის გაძლიერება; სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისას კომპლექსურ თერაპიაში (ფლუკონაზოლთან,  ანტიბიოტიკებთან და სხვა). მისი უსაფრთხოების შესახებ დეტალები ნახეთ ბმულზე 

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

📌 ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. რისთვის არის კარგი მარსიანჩიკი ინულინით და არის თუ არა რეკომენდირებული – დეტალები [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 26]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98/
sheniganatleba.ge
READ  ზოგი ამბობს, რომ ყავა და ჭარბი წონა კიბოს რისკს ზრდის, სხვები ამტკიცებენ, რომ - არა. ვის დავუჯერო?
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
🎓 © 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network