ხუთშაბათი, იანვარი 2, 2025
spot_img
მთავარირჩევებიროგორ უნდა მოიქცეთ, უსიამოვნო სიზმრის ნახვისას

როგორ უნდა მოიქცეთ, უსიამოვნო სიზმრის ნახვისას

დილით, გაღვიძებისთანავე, მით უმეტეს, თუ ცუდი სიზმარი ნახა, ყველა მაშინვე იმაზე იწყებს ფიქრს, რა მოიმოქმედოს, რომ ნანახი არ აუხდეს. ამიტომ ამჯერად, ისეთ მინიშნებებსა და რჩევებს გაგაცნობთ თუ შეგახსენებთ ხალხური გადმოცემებიდან, ყოველდღიურ ყოფაში რომ გამოგადგებათ. სიზმრიდან დაწყებული ათასი წვრილმანის ჩათვლით, ყველა მოვლენასა თუ ქმედებას თავისი ახსნა და „მისია“ აქვს. ამიტომ, რომელია მათგან უსიამოვნების და რომელი სიხარულის მაუწყებელი, ამ თემაზე გვესაუბრება ეზოტერიკოსი:

– რადგან სიზმარი ახსენეთ დავიწყოთ სწორედ ამით – თუ ისეთი სიზმარი ნახეთ, რომლის დავიწყებასაც ისურვებდით, გაღვიძებისთანავე თავზე, ეგრეთ წოდებულ, გვირგვინზე წაივლეთ ხელი. თუ ახალმთვარეობისას გახდებით ავად, ავადმყოფობა დიდხანს გასტანს. ხელებში რომ სისუსტე არ იგრძნოთ და ყოველთვის ძალა გქონდეთ, სპილენძის ბეჭედი ატარეთ, ოღონდ უკეთესი იქნება, თუ ბეჭედს კი არ იყიდით, არამედ სადმე მოიძიებთ. ადრე ამბობდნენ: ვინც პირველი აანთებს შუქს, ყველა სნეულება მას „ეცემაო“. კარგის ნიშანია, თუ კერვის დროს ძაფი გამუდმებით იხლართება – დიდხანს იცოცხლებთ. თუ არ გინდათ, რომ დაავადება გადაგედოთ, ავადმყოფის ნაჯდომ ადგილზე არ დასხდეთ. არ დააბიჯოთ ცარიელი ვედროს ნადგამზე, თორემ ფეხები გეტკინებათ. ჭრილობა ახალმთვარეობისას დიდხანს ხორცდება. ძაღლის ნაკბენი რომ უფრო სწრაფად შეხორცდეს, არავის აჩვენოთ. თუ საჩუქარს ზღურბლზე გადასცემთ ადრესატს – უბედურება დატრიალდება. უბედურების მაუწყებელია ასევე, გზაზე ქინძისთავის პოვნაც. იღბლის მოსაზიდად – ორშაბათს იყიდეთ ნემსი, ხუთშაბათს მასზე ძაფი ააგეთ და ტანსაცმელზე, მკერდის გასწვრივ დაიმაგრეთ. ახალდაქორწინებულებს რომ სიღარიბე არ დაებედოთ – ხელში ნემსი არ მიაწოდოთ. ღამით მისალმებაზე კი, „გამარჯობის“ ნაცვლად, უმჯობესია, მხოლოდ თავი დააქნიოთ. ოჯახში ბედნიერებამ რომ დაიმკვიდროს, 31 ოქტომბერს იმდენი სანთელი უნდა აანთოთ, რამდენი ადამიანიც ცხოვრობს სახლში.

– გამიგია, რომ ძალიან ბევრი მინიშნებაა კართან დაკავშირებით…

– მართლაც უამრავი მინიშნება უკავშირდება კარს – სიმბოლოს სამყაროს შეცნობისა. დავიწყოთ სახლში შესასვლელი კარით: თუ ის ჭრიალებს, სტუმრებს დაელოდეთ ან ოჯახში ახალი შესაძლებლობები გაჩნდება; მწვანე ფერის კარი – კეთილდღეობისა და იღბლის სიმბოლოა, წითელი კი – მყარი დაცვა და წარმატებაა; ობობას აბლაბუდები კარზე, ფინანსურ კეთილდღეობას გპირდებათ; კარზე დაკიდებული ფიჭვის გვირგვინი კი სახლს უარყოფითი ენერგიისგან იცავს; წინკართან ჩიტის შემოფეთება ბედნიერებისა და წარმატების ნიშანია; თუ შესასვლელის წინ მარილს დაყრით, ბოროტ სულებს განდევნით და სახლში ბედნიერებას შეუშვებთ. თუ კარზე დამაგრებული სარკე გატყდა – ბოროტი თვალისა და უბედურების მომასწავებელია, ხოლო თუ მოულოდნელად გაიღო – მალე ცხოვრებაში სერიოზული გამოცდა გელით. სახლში ახლობლის გარდაცვალებისას, უმჯობესია, კარი არ დაკეტოთ, რომ მიცვალებულის სული არ შეაწუხოთ; კართან დასაფენი ხალიჩა უნდა შეირჩეს მისი მდებარეობის მიხედვით: თუ აღმოსავლეთით ან ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარესაა – შავია საჭირო; სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით – მწვანე; დასავლეთით ან სამხრეთ-დასავლეთით – ყვითელი; ჩრდილოეთით, ჩრდილო-დასავლეთით – თეთრი.

– შიდა, ოთახებს შორის გამავალი კარის შესახებ რას გვეტყვით?

– ნებისმიერი ოთახის კარის გაღება სიმდიდრესა და იღბალს დაგიფრთხობთ; მათგან ხის კარზე სამჯერ დაკაკუნება უბედურებისგან გიხსნით; ძველი სახელურის ახლით შეცვლა ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაა; კარის მიჯახუნებით კი ბოროტ სულებს უკანმოუბრუნებლად განდევნით სახლიდან. გახსოვდეთ, არ შეიძლება ერთდროულად გააღოთ როგორც შემოსასვლელი, ისე შიდა კარები: შეიძლება ბინაში ბოროტი სულები შევიდნენ და იქ დიდხანს დარჩნენ. მოგეხსენებათ, შიდა კარები ხშირად შემინული ან სარკიანია, ამიტომ: კარის მინა თუ ჩაგემტვრათ – უბედურებაა მოსალოდნელი; თუ სარკე კარის მოპირდაპირედ კიდია, უარყოფით ენერგიას აგროვებს; ოჯახში სიმშვიდე და კომფორტი რომ არ დაიკარგოს, მასში სხვა სარკიანი საგნები არ უნდა აისახოს; მოჭიქული კარი, როგორც პოზიტივის საუკეთესო გამტარი, შინ უშვებს იდეებისა და შთაგონების თავისუფალ ნაკადს. ცალ-ცალკე რომ განვიხილოთ, მაგალითად, მისაღები (სასტუმრო) ოთახის კარი – თუ ის სარკიანია, ფუფუნებასა და სიმდიდრეს მოასწავებს; თუ ღიაა, იქ მხიარული შეხვედრები გაიმართება; ხოლო წინაპართა პორტრეტები კარს ზემოთ, ბედნიერებასა და წარმატებას მოგიტანთ. რაც შეეხება საძინებელი ოთახს – თუ ფეხებით კარისკენ იძინებთ, მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება; თუ კარზე სარკე ისეა დამაგრებული, რომ მასში საწოლი ჩანს, შემაშფოთებელ სიზმარს ნახავთ.

– სამზარეულოსა და საბავშვო ოთახის კარზე რას გვეტყვით?

– სამზარეულოს კარს თუ ხმელი მცენარეების თაიგულით შეამკობთ, ნეგატივისა და დაავადებისგან დაგიცავთ; კარის წინ, იატაკზე დადგმული მარცვლეულის თასი კი, სახლს სიუხვესა და კეთილდღეობას მოუტანს; მაგრამ, თუ იატაკს კარის მიმართულებით დაგვით, დიასახლისი სილამაზესა და ახალგაზრდობას დაკარგავს. საბავშვო ოთახის კარის შესახებ კი მინიშნებები ასეთია: მშობიარობამ რომ მარტივად ჩაიაროს, აუცილებელია, სახლის ყველა კარი გაიღოს, მათ შორის, კარადებისა და კომოდებისაც; თუ ბავშვის საწოლი კარის წინ დგას, ბავშვს დაძინება უჭირს… დაბოლოს, ზღურბლი, რომლის გარეშეც კარში ვერ შეხვალთ: საუბარი და რაიმე ნივთის გადაცემა ზღურბლს იქით – ჩხუბამდე მიგიყვანთ; ავადმყოფ ბავშვს ზღურბლიდან გადასცემენ მკურნალს, ხოლო უკან ფანჯრიდან აბრუნებენ; თუ საქმროს პატარძალი ხელში აყვანილი შეჰყავს სახლში და კარის ზღურბლზე წაიფორხილებს, მათი ცოლქმრული ცხოვრება დაძაბულად წარიმართება; არ ჩამოჯდეთ კარის ზღურბლზე, პირად ცხოვრებაში პრობლემები შეგექმნებათ და ვერც ჭორებს აიცილებთ თავიდან; თუ წინკარის ზღურბლზე ხუთ მონეტას დადებთ, სახლში ფინანსური კეთილდღეობა დაისადგურებს; ზღურბლს თუ მარჯვენა ფეხით გადააბიჯებთ, წარმატება გელით.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 საუკეთესო სანაპირო მიმართულება ევროპაში

10 საუკეთესო სანაპირო მიმართულება ევროპაში

31 December, 2024
ლატერალური ჰიპოთალამუსის ტვინის ღრმა სტიმულაცია აუმჯობესებს სიარულს და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ხერხემლის თიაქარი ტრავმა – ახალი კვლევა

ლატერალური ჰიპოთალამუსის ტვინის ღრმა სტიმულაცია აუმჯობესებს სიარულს და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ხერხემლის თიაქარი ტრავმა – ახალი კვლევა

დეკემბერი 30, 2024
მთავრობის წევრების ოჯახური საახალწლო ფოტოები

მთავრობის წევრების ოჯახური საახალწლო ფოტოები

2 იანვარი 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
ვიდეო – გორში შექმნილი ჯადოსნური საახალწლო სამყარო, ზღაპარი გორიდან

ვიდეო – გორში შექმნილი ჯადოსნური საახალწლო სამყარო, ზღაპარი გორიდან

დეკემბერი 30, 2024
საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმი – ეს არის იშვიათობის ნამდვილი კოლექცია, ეთნოგრაფიული კუთხე ღია ცის ქვეშ

საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმი – ეს არის იშვიათობის ნამდვილი კოლექცია, ეთნოგრაფიული კუთხე ღია ცის ქვეშ

დეკემბერი 30, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
საახალწლოდ ტრადიციული კერძები იმერეთიდან

საახალწლოდ ტრადიციული კერძები იმერეთიდან

დეკემბერი 30, 2024
როგორ შევარჩიოთ საჩუქრები საახალწლოდ

როგორ შევარჩიოთ საჩუქრები საახალწლოდ

დეკემბერი 31, 2024
შობა-ახალი წელი ფლორენციაში: ზღაპრული დრო ტოსკანურ დედაქალაქში

შობა-ახალი წელი ფლორენციაში: ზღაპრული დრო ტოსკანურ დედაქალაქში

30 დეკემბერი 2024
თბილისის შემოვლითი გზის პროექტი – რა ეტაპზეა სამუშაოები და რა ცვლილებებია მოსალოდნელი

თბილისის შემოვლითი გზის პროექტი – რა ეტაპზეა სამუშაოები და რა ცვლილებებია მოსალოდნელი

დეკემბერი 28, 2024
საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ლიგის ცხრილში ერთ მოსახლეზე შემოსავლით 106-ე ადგილზეა

საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ლიგის ცხრილში ერთ მოსახლეზე შემოსავლით 106-ე ადგილზეა

დეკემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი