დედაქალაქის მასშტაბით, ბინები ყველაზე ძვირი ვაკეში ღირს. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ. კერძოდ, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ვაკეში კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდი ფასი 2 178 დოლარია.
ამავე კვლევის მიხედვით, ბინებზევ ყველაზე დაბალი ფასი – 1 000 დოლარი სამგორის რაიონში ფიქსირდება.
სად ღირს ბინები ყველაზე ძვირი და იაფი
უფრო კონკრეტულად, თბილისში კვადრატულის საშუალო ფასი უბნების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- ვაკე – 2 178 დოლარი;
- საბურთალო – 1 382 დოლარი;
- კრწანისი – 1 329 დოლარი;
- დიდუბე – 1 303 დოლარი;
- ჩუღურეთი – 1 267 დოლარი;
- ისანი – 1 186 დოლარი;
- დიდი დიღომი 1 135 დოლარი;